ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/133820
სათაური: | გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანელი |
საკვანძო სიტყვები: | ბაგრატიონ-მუხრანელი, გიორგი (ხორხე) ირაკლის ძე (1944-2008) ბაგრატიონები |
გამოცემის თარიღი: | 15-Dec-2015 |
რეზიუმე: | იორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანელი — ბაგრატიონთა მუხრანის შტოს წარმომადგენელი და საქართველოს სამეფო სახლის მემკვიდრეობითი თავი 1977 წლიდან გარდაცვალებამდე; წარსულში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ავტომრბოლი. გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანელი დაიბადა რომში, ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელისა ოჯახში. დედამისი, გრაფის ქალი მარი ანტუანეტ პასკუინი (Maria Antonietta Pasquini) მშობიარობის დროს გარდაიცვალა. ხორხემ მემკვიდრეობით მიიღო მამისგან საქართველოს სამეფო სახლის თავკაცობა 1977 წელს. 1959 წლიდან ჩაბმული იყო ავტომოტო სპორტში. ორჯერ წარუმატებლად სცადა ფორმულა ერთში მოხვედრა (1968, 1974), მაგრამ მოიგო 1979 და 1981 წლების ესპანეთის რალის ჩემპიონატები (ასპარეზობდა ”ლანჩია სტარტოსით”, Lancia Stratos HF). 1982 წლებში მან საბოლოოდ მიატოვა სპორტი. ხორხე ბაგრატიონი თავის ისტორიულ სამშობლოს პირველად 1995 წელს ეწვია მამამისის ნეშტის ქართული მიწისთვის მისაბარებლად. ამის შემდეგ იგი არაერთხელ ესტუმრა საქართველოს, სადაც მისი ვაჟი, დავითი, გადმოსახლდა. უკანასკნელი ვიზიტის დროს, 2008 წლის 16 იანვარს, ხორხე ბაგრატიონი გარდაიცვალა თბილისში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად. იგი დაკრძალს მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში |
აღწერილობა: | გადაღების თარიღი უცნობია |
მფლობელი: | ლევან ურუშაძე |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
HRH Prince Jorge Bagration.jpg | 527.16 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება