ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1366
სათაური: ივანე გედევანის ძე გომართელი
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
გომართელი, ივანე გედევანის ძე (1875–1938)
რეზიუმე: ივანე გომართელი - ექიმი, მწერალი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე ივანე გომართელი დაიბადა 1875 წელს. დაამთავრა თბილისის მეორე გიმნაზია (1894), მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1901 წლიდან პერიოდულ პრესაში სისტემატურად აქვეყნებდა სტატიებს სამედიცინო საკითხებზე. იყო “მესამე დასის” წევრი, მენშევიკ-ავტონომისტი, “ალიონელი”. 1902 წლიდან “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” გამგეობის წევრი. თანამშრომლობდა ჟურნალ “მოგზაურთან”. 1906 იყო რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი. დემოკრატიული რესპუბლიკის წლებში იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს, პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების წევრი. გარდაიცვალა 1938 წელს, დასაფლავებულია ვაკის სასაფლაოზე.
შესულია კოლექციებში:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
gomarteli ivane..jpg122.91 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება