Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/13717
Title: | კავკასიის მეფისნაცვლის სასახლე : არქიტექტურული სქემები და ფოტო მასალა |
Keywords: | არქიტექტურა რენესანსი სიმონსონი, ოტო იაკობ მეფისნაცვლის სასახლე ძველი თბილისი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე პიონერთა სასახლე რუსთაველის გამზირი გოლოვინის პროსპექტი |
Issue Date: | 1865 |
Publisher: | თბილისი |
Description: | მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე თავდაპირველად კავკასიის მეფისნაცვლის რეზიდენცია იყო და XIX საუკუნეში გოლოვინის (დღევანდელი რუსთაველის) პროსპექტზე მდებარე ნაგებობებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ეკავა. თავდაპირველი ნაგებობა მნიშვნელოვნად შეიცვალა და სწორედ სახეცვლილმა მოაღწია ჩვენამდე. მისი მთლიანი რეკონსტრუქცია ოტო იაკობ სიმონსონის სახელს უკავშირდება. მან 1845-1847 სემიონოვის მიერ აგებული შენობა 1865-1869 წლებს შორის მნიშვნელოვნად გააფართოვა. სემიონოვის მიერ აგებული სასახლის არქიტექტურაში კლასიცისტური ელემენტები ჭარბობდა, სიმენსონმა კი ნაგებობას რენესანსული ხუროთმოძღვრებისთვის მახასიათებელი ფორმები შესძინა. ფასადი ხორკლიანი და წახნაგოვანი რუსტირებითაა დანაწევრებული. ორ იარუსად განლაგებული თაღოვანი გალერეა თანაბარზომიერ რიტმს წარმოქმნის. ინტერიერში განსაკუთრებით გამოირჩევა ე. წ. სარკეებიანი დარბაზი. დასავლეთიდან და სამხრეთიდან სასახლეს ბაღი ეკვრის. ბაღისკენ მიმართულ აივანზე ცნობილი კინოფილმის ქეთო და კოტე-ს კადრებია გადაღებული |
Owner: | საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე |
Appears in Collections: | ხუროთმოძღვრება, არქიტექტურა და დიზაინი |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
KavkasiisMefisnacvlisSasaxle.pdf | 90.38 MB | Adobe PDF | View/Open | |
KavkasiisMefisnacvlisSasaxle-1.jpg | 1.53 MB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.