ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/13717
სათაური: კავკასიის მეფისნაცვლის სასახლე : არქიტექტურული სქემები და ფოტო მასალა
საკვანძო სიტყვები: არქიტექტურა
რენესანსი
სიმონსონი, ოტო იაკობ
მეფისნაცვლის სასახლე
ძველი თბილისი
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე
პიონერთა სასახლე
რუსთაველის გამზირი
გოლოვინის პროსპექტი
გამოცემის თარიღი: 1865
გამომცემელი: თბილისი
აღწერილობა: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე თავდაპირველად კავკასიის მეფისნაცვლის რეზიდენცია იყო და XIX საუკუნეში გოლოვინის (დღევანდელი რუსთაველის) პროსპექტზე მდებარე ნაგებობებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ეკავა. თავდაპირველი ნაგებობა მნიშვნელოვნად შეიცვალა და სწორედ სახეცვლილმა მოაღწია ჩვენამდე. მისი მთლიანი რეკონსტრუქცია ოტო იაკობ სიმონსონის სახელს უკავშირდება. მან 1845-1847 სემიონოვის მიერ აგებული შენობა 1865-1869 წლებს შორის მნიშვნელოვნად გააფართოვა. სემიონოვის მიერ აგებული სასახლის არქიტექტურაში კლასიცისტური ელემენტები ჭარბობდა, სიმენსონმა კი ნაგებობას რენესანსული ხუროთმოძღვრებისთვის მახასიათებელი ფორმები შესძინა. ფასადი ხორკლიანი და წახნაგოვანი რუსტირებითაა დანაწევრებული. ორ იარუსად განლაგებული თაღოვანი გალერეა თანაბარზომიერ რიტმს წარმოქმნის. ინტერიერში განსაკუთრებით გამოირჩევა ე. წ. სარკეებიანი დარბაზი. დასავლეთიდან და სამხრეთიდან სასახლეს ბაღი ეკვრის. ბაღისკენ მიმართულ აივანზე ცნობილი კინოფილმის ქეთო და კოტე-ს კადრებია გადაღებული
მფლობელი: საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე
შესულია კოლექციებში:ხუროთმოძღვრება, არქიტექტურა და დიზაინი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
KavkasiisMefisnacvlisSasaxle.pdf90.38 MBAdobe PDFგამოსახულება
ნახვა / გახსნა
KavkasiisMefisnacvlisSasaxle-1.jpg1.53 MBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება