ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1379
სათაური: დავით ბაქრაძე
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
ბაქრაძე, დავით ილიას ძე (1912–1977)
რეზიუმე: დავით ილიას ძე ბაქრაძე - საბჭოთა კავშირის გმირი (7 აგვისტო, 1944), სკკპ წევრი 1938 წლიდან. დაამთავრა თბილისის სატყეო-ტექნიკური ინსტიტუტი (1938). 1940 წლიდან წითელ არმიაში იყო ბელორუსიაში. აქ 1941 წლის დეკემბერში ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს. 1942 წლის აგვისტოს საბჭოთა მეომრების ჯგუფთან ერთად ტყვეობიდან გაიქცა და ს. კოვპაკის პარტიზანულ რაზმს შეუერთდა. განვლო საბრძოლო გზა ათეულის მეთაურიდან პარტიზანული პოლკის მეთაურამდე. მონაწილეობა მიიღო 168 ბრძოლაში. მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო საბჭოთა და სამეურნეო თანამდებობაზე. 1965 წლიდან საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს ტრესტ "საქმარმარილოს" მმართველია. სსრკ II-III მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. ავტორია წიგნებისა: "გმირთა სისხლით" (1950), "ძველ გზებსა და ბილიკებზე" (1965), "ლეგენდარული რეიდი" (1968). დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, სამამულო ომის I ხარისხის, წითელი ვარსკვლავის, აგრეთვე პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის "ვირტუტი მილიტარის" I ხარისხის ორდენებით და მედლებით.
შესულია კოლექციებში:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
bakradze daviti.+.jpg693.24 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება