ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/139860
სათაური: თბილისის "დინამოს" ნაკრები გუნდი
ავტორები: კასრაძე, ჯემალ
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ფეხბურთი
ჩივაძე, ალექსანდრე (1955)
გაბელია, ოთარ (1953)
ყიფიანი, დავით (1951–2001)
დინამო
სტადიონი
ფეხბურთელი
სულაქველიძე, თენგიზ (1956)
რეზიუმე: ოთარ გაბელია - ფეხბურთელი, თამაშობდა მეკარის პოზიციაზე, იყო თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი, მოგვიანებით თბილისის მერანის, ტორპედო ქუთაისის და საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელი, 1979 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარედ. ალექსანდრე ჩივაძე - ფეხბურთელი და მწვრთნელი, თამაშობდა მცველის პოზიციაზე, იყო თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი, მოგვიანებით საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი, 1980 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად. დავით ყიფიანი - ფეხბურთელი, თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე, იყო თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი, მოგვიანებით თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი. თენგიზ სულაქველიძე - ფეხბურთელი, თამაშობდა როგორც მცველის, ისე ნახევარმცველის პოზიციაზე, იყო ქუთაისის „ტორპედოს“, შემდეგ კი თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი, ასევე საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი.
აღწერილობა: მარცხნიდან: ალექსანდრე ჩივაძე, ოთარ გაბელია, თენგიზ სულაქველიძე, მეხუთე - დავით ყიფიანი
მფლობელი: ჯემალ კასრაძე
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Dinamo_28.jpg248.69 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება