ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/142266
სათაური: ნონა გაფრინდაშვილი, ზურაბ აზმაიფარაშვილი, დავით გურგენიძე, თემურ მეტრეველი და გენადი უჩუმბეგაშვილი სტუმრად რუსთავში
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
გურგენიძე, დავით ანტონის ძე (1953)
გაფრინდაშვილი, ნონა (1941)
აზმაიფარაშვილი, ზურაბ (1960)
მეტრეველი, თემურ
უჩუმბეგაშვილი, გენადი
ჭადრაკი
რუსთავი
გამოცემის თარიღი: 17-Mar-2001
რეზიუმე: დავით გურგენიძე — მსოფლიოს პირველი და ამავე დროს ორგზის ჩემპიონი საჭადრაკო ეტიუდების შედგენაში (1997-2001; 2002-2004). საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (1994-2004). საერთაშორისო არბიტრი ჭადრაკში და საჭადრაკო კომპოზიციაში. მიღებული აქვს ღირსების ორდენი. სტამბოლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საქართველოს ქალთა გუნდის კაპიტანი (ვერცხლის მედალი, 2000). არის 26 წიგნის ავტორი. საერთაშორისო დიდოსტატი საჭადრაკო კომპოზიციაში. ნონა გაფრინდაშვილი - ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ქალი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1962-1978), მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების თერთმეტგზის გამარჯვებული, საერთაშორისო დიდოსტატი ქალებში (1976), ვაჟებში (1978), საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი (1989-1996). ზურაბ აზმაიფარაშვილი - საერთაშორისო დიდოსტატი (1988). ქართველ მოჭადრაკეთ ვაჟთა ლიდერი XX საუკუნის 80-იანი წლებიდან. ევროპის ჩემპიონი (2003) და ბრინჯაოს პრიზიორი (2001).
აღწერილობა: მარცხნიდან: ნონა გაფრინდაშვილი, ზურაბ აზმაიფრაშვილი, დავით გურგენიძე, თემურ მეტრეველი, გენადი უჩუმბეგაშვილი
მფლობელი: დავით გურგენიძე
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Davit_Gurgenidze_1(165).jpg204.9 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება