Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/14239
Title: | კახი კავსაძე თეატრალურ ინსტიტუტში კურსელებთან ერთად |
Keywords: | ჯგუფური ფოტო კავსაძე, კახი დავითის ძე (1935) ქაფიანიძე, ზურაბ (1937-2011) კამკია, ნურბეი რცხილაძე, შოთა კობახიძე, ცისანა მგალობლიშვილი, თინა ღლონტი, ლია მრევლიშვილი, ალექსანდრე (სანდრო) (1941) |
Abstract: | ზურაბ ქაფიანიძე - ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1979 წ.), სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985). 1961 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1961-1964 წლებში მოღვაწეობდა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრში მსახიობად. 1964 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი იყო. კახი კავსაძე — ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი. 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში მისი დებიუტი შედგა 50–იანი წლებიდან, არის საქართველოს სახალხო არტისტი (1981), ქალაქ დუშანბეს საკავშირო კინოფესტივალის პრემიის ლაურეატი (1989). ნურბეი კამკია - მსახიობი. მრევლიშვილი სანდრო - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მსახიობის ოსტატობის მიმართულებით. პროფესიულ საქმიანობას ეწევა 1963 წლიდან, ხოლო პედაგოგიურ მოღვაწეობას 1966 წლიდან. საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო და მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატი, პროფესორი. |
Description: | ფოტო გადაღებულია საკურსო სპექტაკლის შემდეგ მაყურებელთა დარბაზში. პირველ რიგში: სანდრო მრევლიშვილი, მეორე რიგში მარჯვნიდან: ცისანა კობახიძე, თინა მგალობლიშვილი, ლია ღლონტი, მესამე რიგში მარჯვნიდან: ნურბეი კამკია, ზურა ქაფიანიძე, კახი კავსაძე, შოთა რცხილაძე, ჯოპუა. გადაღების თარიღი უცნობია |
Owner: | კახი კავსაძე |
Appears in Collections: | ეროვნული ფოტომატიანე |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Kakhi_kavsadze_teatraluri_institutis_megobrebtan_ertad_recto.jpg | 705.66 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.