ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/14239
სათაური: კახი კავსაძე თეატრალურ ინსტიტუტში კურსელებთან ერთად
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
კავსაძე, კახი დავითის ძე (1935)
ქაფიანიძე, ზურაბ (1937-2011)
კამკია, ნურბეი
რცხილაძე, შოთა
კობახიძე, ცისანა
მგალობლიშვილი, თინა
ღლონტი, ლია
მრევლიშვილი, ალექსანდრე (სანდრო) (1941)
რეზიუმე: ზურაბ ქაფიანიძე - ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1979 წ.), სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985). 1961 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1961-1964 წლებში მოღვაწეობდა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრში მსახიობად. 1964 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი იყო. კახი კავსაძე — ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი. 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში მისი დებიუტი შედგა 50–იანი წლებიდან, არის საქართველოს სახალხო არტისტი (1981), ქალაქ დუშანბეს საკავშირო კინოფესტივალის პრემიის ლაურეატი (1989). ნურბეი კამკია - მსახიობი. მრევლიშვილი სანდრო - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მსახიობის ოსტატობის მიმართულებით. პროფესიულ საქმიანობას ეწევა 1963 წლიდან, ხოლო პედაგოგიურ მოღვაწეობას 1966 წლიდან. საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო და მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატი, პროფესორი.
აღწერილობა: ფოტო გადაღებულია საკურსო სპექტაკლის შემდეგ მაყურებელთა დარბაზში. პირველ რიგში: სანდრო მრევლიშვილი, მეორე რიგში მარჯვნიდან: ცისანა კობახიძე, თინა მგალობლიშვილი, ლია ღლონტი, მესამე რიგში მარჯვნიდან: ნურბეი კამკია, ზურა ქაფიანიძე, კახი კავსაძე, შოთა რცხილაძე, ჯოპუა. გადაღების თარიღი უცნობია
მფლობელი: კახი კავსაძე
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Kakhi_kavsadze_teatraluri_institutis_megobrebtan_ertad_recto.jpg705.66 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება