ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/142591
სათაური: ქართველი საჭადრაკო კომპოზიტორები ეტიუდის განხილვის დროს
ავტორები: კოტორაშვილი, ა.
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ნეიძე, ვაჟა (1937)
კალანდაძე, ველიმირ (1935)
ნადარეიშვილი, გია (1921-1991)
კრიხელი, იოსებ (1931-1988)
გურგენიძე, დავით ანტონის ძე (1953)
გოგბერაშვილი, მერაბ (1959)
თავარიანი, რევაზ (1922-1996)
სუხიტაშვილი, შერგილ
ჭადრაკი
გამოცემის თარიღი: 12-Mar-1982
რეზიუმე: ვაჟა ნეიძე - გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საერთაშორისო ოსტატი (1989), საერთაშორისო არბიტრი საჭადრაკო კომპოზიციაში (1980), სსრ კავშირის ჩემპიონი ეტუდების შედგენაში (1983-1984). ველიმირ კალანდაძე - საერთაშორისო დიდოსტატი (1984), საერთაშორისო არბიტრი საჭადრაკო კომპოზიციაში 1998). გია ნადარეიშვილი - საერთაშორისო დიდოსტატი საჭადრაკო კომპოზიციაში (1980). საერთაშორისო არბიტრი (1960) სსრ კავშირის ჩემპიონი (19973-1974). ფიდე-სთან არსებული საჭადრაკო კომპოზიციის მუდმივი კომისიის ვიცე-პრეზიდენტი (1990). საქართველოში გამართული მრავალი კონკურსის ორგანიზატორი. მის კალამს ეკუთვნის ათამდე წიგნი. საქართველოს დამსახურებული ექიმი. იოსებ კრიხელი - ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, საერთაშორისო დიდოსტატი (1984), სსრ კავშირის ჩემპიონი მრავალსვლიანი ამოცანების შედგენაში (1979-1980). დავით გურგენიძე — მსოფლიოს პირველი და ამავე დროს ორგზის ჩემპიონი საჭადრაკო ეტიუდების შედგენაში (1997-2001; 2002-2004). საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (1994-2004). საერთაშორისო არბიტრი ჭადრაკში და საჭადრაკო კომპოზიციაში. მიღებული აქვს ღირსების ორდენი. სტამბოლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საქართველოს ქალთა გუნდის კაპიტანი (ვერცხლის მედალი, 2000). არის 26 წიგნის ავტორი. საერთაშორისო დიდოსტატი საჭადრაკო კომპოზიციაში. მერაბ გოგბერაშვილი - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, შედგენილი აქვს 60-მდე თემატურად მრავალფეროვანი ეტიუდი. რევაზ თავარიანი - საერთაშორისო არბიტრი საჭადრაკო კომპოზიციაში (1993). საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (1981). შერგილ სუხიტაშვილი - საჭადრაკო კომპოზიციის დიდოსტატი
აღწერილობა: მარცხნიდან სხედან: იოსებ კრიხელი, ველიმირ კალანდაძე, რევაზ თავარიანი, შერგილ სუხიტაშვილი, ვაჟა ნეიძე, გია ნადარეიშვილი. დგანან: დავით გურგენიძე, მერაბ გოგბერაშვილი
მფლობელი: დავით გურგენიძე
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Davit_Gurgenidze_1(239).jpg222.61 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება