ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/142757
სათაური: კოტე მარჯანიშვილის ძეგლის გახსნა ქუთაისში
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ნიკოლაძე, გიორგი (გოგილო) ევსევის ძე (1923-2011)
ჩხეიძე, თემურ ნოდარის ძე (1943)
ხერხაძე, ანზორი (1937-2019)
კვეიძე, ნესტანი (1939-2010)
ვაშაკიძე, ლამარა (1933)
კაკაურიძე, ალექსანდრე (გიზო) (1948)
სამანიშვილი, მარიკა (1958)
ნაცვლიშვილი, გრიგოლი (გრიშა) (1913-1996)
ასათიანი, ვალერი (1950)
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი
მსახიობები
რეჟისორი
რეზიუმე: ანზორ ხერხაძე (20.02.1937, ქუთაისი-13.09.2019, ქუთაისი) – 1962 წლიდან ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, 1980 – საქართველოს დამსახურებული არტისტი, 1989 – საქართველოს სახალხო არტისტი, აკაკი წერეთლის, ლადო მესხიშვილის და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი (2004). 1997 – ღირსების ორდენის კავალერი. 2001 – ქუთაისის საპატიო მოქალაქე. 1980-1998 წწ. იყო საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე. 2003 წელს მიიღო წლის საუკეთესო მსახიობის წოდება, მას 6-ჯერ გადაეცა პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, არის ყოველთა ძლიერთა პატივგების პრემიის მფლობელი. 2010 წელს ქუთაისში გაიხსნა ანზორ ხერხაძის ვარსკვლავი. დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. თემურ ჩხეიძე - რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, 1980 წლიდან კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, სანქტ პეტერბურგის დიდი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. გიზო კაკაურიძე-ქუთაისის ლ.მესხიშვილის სახ.სახელმწიფო თეატრის მსახიობი, სატირისა და იუმორის თეატრის "მხიარული მატარებლის" დამფუძნებელი. გიორგი (გოგილო) ნიკოლაძე - ცნობილი მოქანდაკე, ქუთაისის საპატიო მოქალაქე. ნესტან კვეიძე-ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის აკადემიური თეატრის მსახიობი, მწერალი, პოეტი, იმერეთის სამეფო კომპლექსის საპატიო დედოფალი. მაია (მარიკა) სამანიშვილი – ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატურ თეატრის მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი. ღირსების ორდენის კავალერი. ლამარა ვაშაკიძე - რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი. ვალერი ასათიანი - საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრი
აღწერილობა: მარცხნიდან: თემურ ჩხეიძე. ფოტო გადაღებულია ქუთაისში, ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ.
მფლობელი: ნორა გაბრიაძე
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
nora gabriadzis potoebidan003.jpg226.27 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება