ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/142909
სათაური: თამარ ბალავაძე, ანზორ ბასილაია, ნონა გაფრინდაშვილი, სულიკო მეგრელიშვილი ზურაბ ჩაჩუა, ტრისტან გელაშვილი, ზურაბ კუტალაძე, დავით გურგენიძე
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
გურგენიძე, დავით ანტონის ძე (1953)
გაფრინდაშვილი, ნონა (1941)
ბალავაძე, თამარ ვახტანგის ასული
ჭადრაკი
სპორტი
თასი
რეზიუმე: დავით გურგენიძე — მსოფლიოს პირველი და ამავე დროს ორგზის ჩემპიონი საჭადრაკო ეტიუდების შედგენაში (1997-2001; 2002-2004). საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (1994-2004). საერთაშორისო არბიტრი ჭადრაკში და საჭადრაკო კომპოზიციაში. მიღებული აქვს ღირსების ორდენი. სტამბოლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საქართველოს ქალთა გუნდის კაპიტანი (ვერცხლის მედალი, 2000). არის 26 წიგნის ავტორი. საერთაშორისო დიდოსტატი საჭადრაკო კომპოზიციაში. ნონა გაფრინდაშვილი - ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ქალი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1962-1978), მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების თერთმეტგზის გამარჯვებული, საერთაშორისო დიდოსტატი ქალებში (1976), ვაჟებში (1978), საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი (1989-1996). თამარ ბალავაძე - სპორტული ჟურნალისტი. ანზორ ბასილაია - გაზეთ "ლელოს" რედაქტორი (1976-83).
აღწერილობა: ფოტოს გადაღების თარიღი და ადგილი უცნობია. მარცხნიდან: თამარ ბალავაძე, ანზორ ბასილაია, ნონა გაფრინდაშვილი, სულიკო მეგრელიშვილი, ზურაბ ჩაჩუა, ტრისტან გელაშვილი, ზურაბ კუტალაძე, დავით გურგენიძე
მფლობელი: დავით გურგენიძე
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Davit_Gurgenidze_1(199).jpg211.94 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება