ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/143114
სათაური: | სპირიდონ ვირსალაძე |
ავტორები: | ჟვანია, ევტიხი |
საკვანძო სიტყვები: | პორტრეტი ექიმი ვირსალაძე, სპირიდონ სიმონის ძე (1968-1930) თერაპევტი |
გამოცემის თარიღი: | 1924 |
რეზიუმე: | სპირიდონ ვირსალაძე - დაიბადა სოფელ სიმონეთში (თერჯოლის რაიონი). 1896 წელს დაამთავრა ტომსკის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. გამოჩენილი თერაპევტი და ტროპიკოლოგი. პროფ. ნეჩაევის და ტროიანოვის მოწაფე. დახელოვნდა ჰამბურგის, ბერლინის, რომის შინაგან და ტროპიკულ სნეულებათა სამკურნალო დაწესებულებებში. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „К вопросу о преждевременном уплотнении периферических сосудов и его связи с т. н. гипоплазией аорты“ (1910). პირველი ქართველი თერაპევტი-პროფესორი, ქართული თერაპიული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისი თაოსნობით დაარსდა თბილისის ცენტრალური სამალარიო სადგური, რომელიც შემდეგ გადაკეთდა თროპიკულ სნეულებათა ინსტიტუტად. იყო კავკასიის სამედიცინო საზოგადოების წევრი და თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების და თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, საქართველოს ექიმთა კონგრესების მოწვევის ინიციატორი. |
მფლობელი: | ლევან თაქთაქიშვილი |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Eqimi_VI_Wkebiti_Kursdamtavrebuli (21).jpg | 259.41 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება