ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/143151
სათაური: | მიხეილ ასათიანი |
ავტორები: | ჟვანია, ევტიხი |
საკვანძო სიტყვები: | პორტრეტი ექიმი ასათიანი, მიხეილ მიხეილის ძე (1882-1938) ფსიქიატრი |
გამოცემის თარიღი: | 1928 |
რეზიუმე: | მიხეილ ასათიანი - დაიბადა ქ. თბილისში. 1907 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო იმავე უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრაზე. 1911 წელს თავის მასწავლებელ პროფ. ვ. სერბსკისთან ერთად დატოვა უნივერსიტეტი განათლების მინისტრის კასოს რეაქციულ მოქმედებათა წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. მუშაობდა მოსკოვის ნევროფსიქიატრუიულ სანატორიუმში და რედაქტორობდა ჟურნალ "პსიხოტერაპიას". 1917 წელს აირჩიეს მოსკოვის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტად. გამოჩენილი ფსიქიატრი. პროფ. ვ. სერბსკის სკოლის წარმომადგენელი. დოცენტი. 1920-1938 წლებში თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის, შემდგომში სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კლინიკის გამგე. საქართველოს სსრ ჯანდაცვის სახალხო კლმისარიატის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზატორი და დირექტორი, ბავშვთა ფსიქიატრი, სასამართლო და სამედიცინო საექიმო ფსიქიატრიის და ფსიქონევროლოგიური ქსელის ორგანიზატორი საქართველოში, ფსიქიატრიაში პირველი სახელმძღვანელოს "გეგმა და მეთოდიკიას" ავტორი. მისი შრომები ეხება ნევროზებს. 1925 წლიდან გარდაცვალებამდე, ხელმძღვანელობდა მისივე თაოსნობით დაარსებულ ფსიქიატრიის ინსტიტუტს, რომელსაც 1948 წელს მისი სახელი მიენიჭა. აღსანიშნავია ასათიანის გამოკვლევები ფსიქიატრიის აშლილობათა ფიზიოლოგიის მექანიზმების დასადგენად. ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ფსიქიატრიაში მოძღვრება პირობითი რეფლექსების შესახებ. მასვე ეკუთვნის ფსიქოთერაპიის ორიგინალური ე. წ. "რეპროდუქციულ განცდათა" მეთოდი. |
მფლობელი: | ლევან თაქთაქიშვილი |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Eqimi_VI_Wkebiti_Kursdamtavrebuli (43).jpg | 247.5 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება