Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/144215
Title: ქუთაისის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესია
Authors: ჯავახაძე, რეზო
Keywords: ქუთაისი
ქუთაისის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესია
საფიჩხია
Abstract: ქუთაისის საფიჩხიის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი ქუთაისში, ტაძარს მოკლებულმა საფიჩხიის უბნის მცხოვრებლებმა მე-19 საუკუნის 70-იან წლებიდან დაწყებული, რამდენიმე-გზის ითხოვეს ნებართვა ტაძრის აგებისათვის. 1884 წლის 10 დეკემბერს მიმართეს იმერეთის ეპისკოპოსს წმ. გაბრიელს (ქიქოძე), რათა ნება დაერთო ტაძრის ასაგებად. წმ. გაბრიელ ეპისკოპოსმა ნებართვა გასცა, მაგრამ მშენებლობის დაწყებას ხელს უშლიდა მრევლის სიღარიბე. 1888 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩამოვიდა რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე III. იმპერატორი ქუთაისსაც ეწვია. 13 ოქტომბერს მოილოცა გელათისა და მოწამეთას მონასტრები. 17 ოქტომბერს კი პეტერბურგისაკენ მიმავალი სამეფო მატარებელი გადაბრუნდა ტაგანროგსა და ბორკას სადგურს შორის. იმპერატორი უვნებლად გადარჩა. მხლებლებთაგან 14 ადგილზე გარდაიცვალა. ამ ფაქტის გამო 17 ოქტომბერი საეკლესო დღესასწაულად დადგინდა. 17 ოქტომბრის მოსაგონებლად რუსეთის იმპერიის მრავალ ქალაქში დაიწყეს ტაძრების მშენებლობა. ეს ფაქტი კარგად გამოიყენა წმ. გაბრიელ ეპისკოპოსმა ღარიბ საფიჩხიელთა სასარგებლოდ. 1889 წლის 28 სექტემბერს მან თხოვნით მიმართა ქუთაისის ქალაქის თავს ლუკა ასათიანს: „გვეძლევა შესანიშნავი შემთხვევა ეკლესიის აგებით გავაკეთოთ ორი კეთილი საქმე: აღმოუჩინოდ უდიდესი სიკეთე ქუთაისის მოსახლეობას და მასთან ერთად ამ ძეგლით გამოვხატოთ ხელმწიფე იმპერატორისადმი სიყვარული და რწმენა. საჭიროა, საჩუქრად გადავცეთ მათ ეკლესიის ასაგებად ადგილი, რომელიც აქამდის სიღარიბის გამო ვერ შეუძენიათ“. პირადად წმ. გაბრიელმა ამ საქმისთვის 500 მანეთი გაიღო. ამავე წლის ოქტომბერში ქალაქის თვითმმართველობამ ტაძრის ასაგებად 4000 კვ. საჟენი მიწა გამოყო თბილისის ქუჩაზე, ძველი „ზასტავის“ ადგილზე. ტაძარს სხვადასხვა დროს თანხები შესწირეს: გიორგი კოსტავამ 400 მანეთი, ლევან ქორქაშვილის მემკვიდრეებმა 400 მანეთი, ქუთაისის საადგილმამულო ბანკის დამფუძნებლებმა 200 მანეთი, დიაკონმა სიმონ კვიკაძემ 300 მანეთი. 1890 წლის 17 ოქტომბერს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსმა მშენებლობასთვის დიდი პარაკლისი გადაიხადა, სადაც შეიკრიბა შემოწირულობა. მშენებლობას ხელმძღვანელობდა სამშენებლო კომიტეტი, მღვდელ გერასიმე აბზიანიძის ხელმძღვანელობით, წევრები იყვნენ: მ. კლდიაშვილი, ლ. ქორქაშვილი, დ. კუპრაშვილი. ტაძარი ააგეს ბერძენმა ოსტატებმა: გიორგი შაბლახოვმა და ქრისტეფორე თოფალოვმა. აგებულია ეკლარის ნათალი ქვით. 1893 წლის 17 ოქტომბერს იმერეთის ეპისკოპოსმა წმ. გაბრიელმა მაცხოვრის ამაღლების სახელზე აკურთხა ტაძარი. 1940 წელს, ამაღლების სახელობის ტაძარი, ათეისტური ხელისუფლების მიერ დაიხურა. მასში სხვადასხვა დროს სპეც. საწყობები განათავსეს, ბოლოს კი ბიბლიოთეკა. 1989 წელს, ქუთათელ-გაენათელი მთავარეპისკოპოსის (ამჟამად მიტროპოლიტი) კალისტრატეს ლოცვგა-კურთხევით, ტაძარს ჩაუტარდა განახლებითი სამუშაოები. ამავე წელს, ამაღლების დღესასწაულზე, ტაძარი აკურთხა ქუთათელ-გაენათელმა მთავარეპისკოპოსმა (ამჟამად მიტროპოლიტი) კალისტრატემ. ქუთაისის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დღიდან მისი აღდგენა-ამოქმედებიდან გახლავთ დეკანოზი როსტომ კუჭუხიძე.
Description: ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია
Owner: მერაბ ქაჯაია
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
amaglebis eklesia.jpg427.96 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.