Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/14447
Title: ნიკოლოზ კახიანი სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად
Keywords: ჯგუფური ფოტო
თაქთაქიშვილი, შალვა ივანეს ძე (1899-1980)
კახიანი, ნიკოლოზ (1884-1928)
Abstract: ნიკოლოზ კახიანმა 1910 წელს დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1910-14 წლებში ამავე ინსტიტუტის ანატომიის კათედრაზე მუშაობდა და რამდენჯერმე იყო მივლინებული ქალაქ ქაიროში ბალზამირების ეგვიპტური წესის შესასწავლად. 1917 წელს ნიკოლოზ კახიანი აირჩიეს ეკატერინოსლავის (ახლანდელი დნეპროპეტროვსკი) უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ანატომიის კათედრის გამგედ. 1919 წელს ის გადმოვიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრის გამგედ, ხოლო 1921 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის (1930 წლიდან - თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის) ქირურგიული პროპედევტიკის კათედრას განაგებდა. ნიკოლოზ კახიანმა დანერგა საქართველოში სხვადასხვა ტიპის ამოკვეთისა და გაკერვითი ოპერაციები, ასევე ტვინის ტრეპანაციის ოპერაცია. აღსანიშნავია, რომ მანვე გ. მუხაძესა და ა. მაჭავარიანთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში მეცნიერული ქირურგიის განვითარებას. ნიკოლოზ კახიანი დაკრძალულია თბილისში
Description: მეორე რიგში მარცხნიდან პირველი: შალვა თაქთაქიშვილი. ცენტრში ზის: ნიკოლოზ კახიანი
Owner: თინათინ სიხარულიძე
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
L-124-reqto.jpgრექტო260.39 kBJPEGThumbnail
View/Open
L-124-verso.jpgვერსო391.35 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.