ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/14447
სათაური: | ნიკოლოზ კახიანი სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად |
საკვანძო სიტყვები: | ჯგუფური ფოტო თაქთაქიშვილი, შალვა ივანეს ძე (1899-1980) კახიანი, ნიკოლოზ (1884-1928) |
რეზიუმე: | ნიკოლოზ კახიანმა 1910 წელს დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1910-14 წლებში ამავე ინსტიტუტის ანატომიის კათედრაზე მუშაობდა და რამდენჯერმე იყო მივლინებული ქალაქ ქაიროში ბალზამირების ეგვიპტური წესის შესასწავლად. 1917 წელს ნიკოლოზ კახიანი აირჩიეს ეკატერინოსლავის (ახლანდელი დნეპროპეტროვსკი) უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ანატომიის კათედრის გამგედ. 1919 წელს ის გადმოვიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრის გამგედ, ხოლო 1921 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის (1930 წლიდან - თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის) ქირურგიული პროპედევტიკის კათედრას განაგებდა. ნიკოლოზ კახიანმა დანერგა საქართველოში სხვადასხვა ტიპის ამოკვეთისა და გაკერვითი ოპერაციები, ასევე ტვინის ტრეპანაციის ოპერაცია. აღსანიშნავია, რომ მანვე გ. მუხაძესა და ა. მაჭავარიანთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში მეცნიერული ქირურგიის განვითარებას. ნიკოლოზ კახიანი დაკრძალულია თბილისში |
აღწერილობა: | მეორე რიგში მარცხნიდან პირველი: შალვა თაქთაქიშვილი. ცენტრში ზის: ნიკოლოზ კახიანი |
მფლობელი: | თინათინ სიხარულიძე |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
L-124-reqto.jpg | რექტო | 260.39 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
L-124-verso.jpg | ვერსო | 391.35 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება