ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/144515
სათაური: | დავით გურგენიძე, ნონა გაფრინდაშვილი და გიორგი მაჭარაშვილი |
საკვანძო სიტყვები: | ჯგუფური გურგენიძე, დავით ანტონის ძე (1953) მაჭარაშვილი, გიორგი (1955) გაფრინდაშვილი, ნონა (1941) |
რეზიუმე: | დავით გურგენიძე — მსოფლიოს პირველი და ამავე დროს ორგზის ჩემპიონი საჭადრაკო ეტიუდების შედგენაში (1997-2001; 2002-2004). საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (1994-2004). საერთაშორისო არბიტრი ჭადრაკში და საჭადრაკო კომპოზიციაში. მიღებული აქვს ღირსების ორდენი. სტამბოლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საქართველოს ქალთა გუნდის კაპიტანი (ვერცხლის მედალი, 2000). არის 26 წიგნის ავტორი. საერთაშორისო დიდოსტატი საჭადრაკო კომპოზიციაში. გიორგი მაჭარაშვილი - ეროვნული ოსტატი. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (1989). საქართველოს პირველი (1981) და ახალგაზრდული ნაკრები გუნდების მწვრთნელი (1984-იდან), საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მწვრთნელთა საბჭოს თავჯდომარე (1998-იდან). საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ოლიმპიური ნაკრების კაპიტანი (2004, სლოვენია), საქართველოს ქალთა ნაკრები გუნდის კაპიტანი ევროპის პირველ გუნდურ ჩემპიონატში (1992, უნგრეთი); ნონა გაფრინდაშვილი - ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ქალი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1962-1978), მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების თერთმეტგზის გამარჯვებული, საერთაშორისო დიდოსტატი ქალებში (1976), ვაჟებში (1978), საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი (1989-1996); |
აღწერილობა: | ფოტოს გადაღების თარიღი და ადგილი უცნობია. მარცხნიდან: დავით გურგენიძე, ნონა გაფრინდაშვილი, გიორგი მაჭარაშვილი |
მფლობელი: | დავით გურგენიძე |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Davit_Gurgenidze022.jpg | 198.51 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება