ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/14548
სათაური: ვახტანგ ელიოზიშვილი-ერისთავი
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
ელიოზიშვილი-ერისთავი, ვახტანგ (1909-1999)
რეზიუმე: ვახტანგ ელიოზიშვილი-ერისთავი - ექიმი, მხატვარი, მემუარისტი, საზოგადო მოღვაწე. ვახტანგ ელიოზიშვილი-ერისთავი დაიბადა ქალაქ გორში. მშობლები მამა - კონსტანტინე ელიოზიშვილი ცნობილი ექიმი. დედა - მარიამ ერისთავი, საზოგადო მოღვაწე. 1927 წელს - ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მშობლების წინააგმდეგობის გამო სამხატვრო აკადემიაში სწავლა ვერ დაასრულა და მოგვიანებით ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1933 წელს. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე იგი კაპიტნის წოდებით დაინიშნა მდინარე ვოლგის სამხედრო ჯავშნოსანი კატარღების დივიზიონის სამედიცინო და სანიტარული სამსახურის უფროსად. მიენიჭა მაიორის წოდება. 1948 წლიდან მუშაობა დაიწყო აკად. მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკურ და ექსპერიმენტალურ კარდიოლოგიურ ინსტიტუტში, სადაც მუშაობდა 50 წლის მანძილზე. იგი 60-ზე მეტი ნაშრომისა და 3 მონოგრაფიის ავტორია. წლების მანძილზე ვახტანგ ელიოზიშვილი-ერისთავი მუშაობდა მემუარებზე და თავისი წინაპრების გენეალოგიაზე. აღსანიშნავია მისი ღვაწლი ქართული ისტორიული ძეგლების აღდგენა-რესტავრაციაში. 1986 წლიდან იგი იყო საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის პრეზიდიუმის საზოგადოებრივი წევრი. მისი თაოსნობით, სოფელ ბერშუეთში აღდგენილ იქნა XII საუკუნის წმ. სამების სახელობის ეკლესია და სხვა. ვ. ე-ე საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ მრავალი პერსონალური და ჯგუფური გამოფენების მონაწილე და ლაურეატია. როგორც მსახიობმა მან მონაწილეობა მიიღო მხატვრულ ფილმებში: „ფესვები“ და „მაცივარში ვიღაც იჯდა“. ვახტანგ ელიოზიშვილი-ერისთავი მეუღლესთან ცეცილია კალანდაძე სთან ერთად დაკრძალულია თბილისში ვერის სასაფლაოზე.
აღწერილობა: გადაღების თარიღი უცნობია
მფლობელი: მარინა ელიოზიშვილი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Eliozishvili_Eristavi_Vakhtang_recto.jpg500.79 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება