ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/148705
სათაური: მიხეილ (მიშა) ქორქია და აკაკი ხოშტარია სპარსეთში
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ქორქია, ქსენია (პატუ)
ხოშტარია, აკაკი მეთოდეს ძე (1873-1932)
რეზიუმე: აკაკი მეთოდეს ძე ხოშტარია - ქართველი ფინანსისტი, მრეწველი, საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი. დაამთავრა პეტერბურგის სასოფლო-სამეურნეო აკადემია. პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდში ბაქოში ჩამოაყალიბა მსხვილი სამრეწველო კომპანია და სავაჭრო ოპერაციებს წარმართავდა სამხრეთ კავკასიასა და ირანში. მის მფლობელობაში იყო ორი დიდი კომერციული ორგანიზაცია: სანავთობე ამხანაგობა „რუპენტო“ და თურქულ-სპარსული „ხოშტარიას ბანკი“, ასევე მექანიკური ქარხანა, საპნის ქარხანა, სამიწათმოქმედო იარაღების ფაბრიკა და სხვა საწარმოები თბილისში. 1918 წ. ხოშტარიამ თბილისელთა თხოვნით საჯარო აუქციონზე შეიძინა მრეწველისა და საზოგადო მოღვაწის, დავით სარაჯიშვილის სახლი, რომელიც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წასვლის წინ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებასთან ერთად ქართველ ხალხს საჩუქრად დაუტოვა. ამ სახლში შემდგომში განთავსდა მწერალთა სახლი. ხოშტარია აქტიურ საქველმოქმედო და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა. 1907 წ. თბილისში ახლადშექმნილ საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას ბაქოდან 8 ათასი მანეთი გამოუგზავნა. 1920 წელს მანვე შეიძინა საზღვარგარეთ 4 სამხედრო გემი და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას გადასცა საჩუქრად. აფინანსებდა ქართველ სტუდენტებს საზღვარგარეთ. აკაკი ხოშტარია დაკრძალულია პარიზის პერ-ლაშეზის სასაფლაოზე.
აღწერილობა: ცენტრში აკაკი ხოშტარია შვილთან ერთად
მფლობელი: ლელა კემულარია
შესულია კოლექციებში:ფოთის ციფრული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Lela_Kemularia-010.jpg252.49 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება