ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/151952
სათაური: ქართველი მოჭიდავეები და მწვრთნელები
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
მოჭიდავეები
ჩიკვილაძე, ფარნაოზ (1941-1966)
ბალავაძე, ვახტანგ (1927)
გვანცელაძე, დავით (1937-1984)
რურუა, რომან (1942)
ხოხაშვილი, ნოდარ (1940)
აბაშიძე, როსტომ (1935)
იორდანიშვილი, პეტრე (1905-1977)
ლომიძე, შოთა (1936-1993)
საღარაძე, გურამ (1939)
კიკნაძე, ანზორ (1934-1976)
ბერიაშვილი, ზარიბეგ ივანეს ძე (1939)
გამოცემის თარიღი: 1964
რეზიუმე: ფარნაოზ ჩიკვილაძე - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. ვახტანგ ბალავაძე - მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში. დავით გვანცელაძე - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (70 კგ); ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი, სსრკ ხუთგზის ჩემპიონი, ივან პოდდუბნის სახელობის საერთაშორისო ტურნირში სამგზის გამარჯვებული, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. რომან რურუა - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (63, 68 კგ), სსრკ ნაკრების მწვრთნელი. ნოდარ ხოხაშვილი - თავისუფალ სტილში მოჭიდავე (68 კგ), ტოკიოს ოლიმპიური თამაშების და მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. როსტომ აბაშიძე - სპორტსმენი კლასიკური ჭიდაობაში, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი. პეტრე იორდანიშვილი - ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში მწვრთნელი. შოთა ლომიძე - თავისუფალი ჭიდაობა (97, 100 კგ), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, მეხიკოს ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი, ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილე, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. გურამ საღარაძე - თავისუფალი ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, ფილას ღირსების ორდენის კავალერი. ანზორ კიკნაძე - ძიუდოისტი (93 კგ), XVIII ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი, ევროპის ოთხგზის აბსოლუტური ჩემპიონი, საქართველოს ხუთგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ზარბეგ ბერიაშვილი - სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა). სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1969).
აღწერილობა: მარცხნიდან სხედან: ფარნაოზ ჩიკვილაძე, ვახტანგ ბალავაძე, დავით გვანცელაძე, რომან რურუა, ნოდარ ხოხაშვილი. მარცხნიდან დგანან: როსტომ აბაშიძე, პეტრე იორდანიშვილი, შოთა ლომიძე, გურამ საღირაძე, ანზორ კიკნაძე, ზარბეგ ბერიაშვილი.
მფლობელი: გაბრიელ ბარჯაძე
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Gabriel_B arjadze-27.jpgრექტო212.27 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
Gabriel_B arjadze-28.jpgვერსო227.21 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება