ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1525
სათაური: ლილი გვარამაძე ფლორიდელის როლში.
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
სცენა სპექტაკლიდან
გვარამაძე, ელენე (ლილი) ლევანის ასული (1913)
რეზიუმე: ლილი გვარამაძე – ქართველი ბალერინა, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1966), პროფესორი (1973). საქართველოს სსრ სახ. არტისტი (1941), სწავლობდა თბილისში, მ. პერინის სტუდიაში (1922–28). 1930 დაამთავრა ლენინგრადის ქორეოგრაფიული სასწავლებელი (ა. ვაგანოვას კლასი), 1934 თსუ–ის იურიდიული ფაკულტეტი. 1930–48 იყო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. შესრულებული აქვს ფასკუნჯის (პუნის „კუზიანი ცხენი“), ტაო ხოას (გლიერის „წითელი ყვავილი“), ოდეტაოდილაიას (ჩაიკოვსკის „გედის ტბა“), კიტრის (მინკუსის „დონ კიხოტი“), მარიას (ასაფიევის „ბაღჩისარაის შადრევანი“), ესმერალდას (პუნის „ესმერალდა“), სილფიდის („შოპენიანა“), იდორას (იანოვსკის „ფერენჯი“), მანიჟეს (ბალანჩივაძის „მთების გული“), ციალას (თაქთაქიშვილის „მაყვალა“) და სხვა. როლები მისი ქორეოგრაფიული ტექნიკა გმირების ფსიქოლოგიური სამყაროს მხატვრულ რეალისტურ გამოსახვას ემსახურებოდა. გვარამაძემ ფართოდ გაითქვა სახელი ცეკვა „ქართულის“ შესრულებითაც. 1934–იდან იგი კვლევით მუშაობას ეწევა ქართულ ქორეოგრაფიული ხელოვნების დარგში.
აღწერილობა: ფოტოზე გამოსახულია ლილი გვარამაძე ფლორიდელის როლში, სპექტაკლიდან "ესმერალდა". ორიგინალის ზომა: 128x80.
შესულია კოლექციებში:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
gvaramadze lili.c.+.jpg177.04 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება