ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1552
სათაური: ლადო გუდიაშვილი
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
გუდიაშვილი, ვლადიმერ (ლადო) დავითის ძე (1896-1980)
რეზიუმე: ლადო გუდიაშვილი – მე-20 საუკუნის ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1950), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეარი (1966), პროფესორი. ქართული ადათ-წესებით აღსავსე მხატვრის ადრეულ ნამუშევრებში დრამატული გროტესკი შერწყმულია პოეტური მისტერიის შარმთან (“თევზი ცოცხალი” 1920, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). კავკასიურ და სპარსულ ტრადიციებთან სიახლოვე უფრო აშკარა ხდება მხატვრის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ (1926). გუდიაშვილის ფერები უფრო თბილი ხდება, ხოლო მსოფლიოს, როგორც თეატრის, აღქმა კი უფრო ძლიერი (გუდიაშვილის ნამუშევართა დიდი ნაწილი ოპერისა და ბალეტის კოსტიუმირებულ პერსონაჟებს ასახავს). მის თანამემამულეთა მსგავსად (გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია), გუდიაშვილი ხშირად იყენებს მითოლოგიურ ალეგორიებს (“სერაფიტას გასეირნება” 1940), რომლის ცენტრშიც გრაციოზულად მომხიბლავი ქალბატონი წარმოდგენილია როგორც იდუმალი “დედამიწის ქალღმერთი”. გუდიაშვილი ასევე ცნობილია, როგორც მონუმენტალისტი. 1946 წელს მან ქაშვეთის ეკლესიის (თბილისი) კედლები მოხატა, რისთვისაც ის კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს და თბილისის სამხატვრო აკადემიიდან, სადაც 1926 წლიდან ასწავლიდა, დაითხოვეს. გუდიაშვილი ასევე მუშაობდა, როგორც წიგნების ილუსტრატორი, კინოსა და თეატრის დეკორატორი. გარდაიცვალა 1980 წლის 20 ივლისს, თბილისში.
შესულია კოლექციებში:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
gudiashvili lado.+.jpg232.76 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება