ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/15787
სათაური: | ალექსანდრე მიქელაძე შვილთან, მერისთან ერთად |
საკვანძო სიტყვები: | ჯგუფური ფოტო მიქელაძე, ალექსანდრე პლატონის ძე (1867-1928) მიქელაძე-ბაგრატიონისა, მარიამ (მერი) ალექსანდრეს ასული (1895-1983) |
რეზიუმე: | მერი მიქელაძე-ბაგრატიონისა - ცნობილი მხატვარი და რესტავრატორი. თავადი ალექსანდრე პლატონის ძე მიქელაძე - ჟანდარმერიის გენერალი, გენერალ-ლეიტენანტი. დაამთავრა თბილისის კადეტის კორპუსი და ალექსანდროვის სამხედრო სასწავლებელი. მონაწილეობა მიიღო პორტარტურში იაპონელების წინააღმდეგ ბრძოლებში. 1905 წლის 10 აგვისტოს მიიღო პოლკოვნიკის ჩინი. 1912 წლის 6 დეკემბერს გენერალ-მაიორი, ხოლო 1915 წლის 10 ივნისს - გენერალ-ლეიტენანტი. დაჯილდოებული იყო წმ. ვლადიმერის 3 და 4 ხარისხის, წმ. ანას 2, 3 და 4 ხარისხის და წმ. სტანისლავის 1, 2 და 3 ხარისხის ორდენებით. ასევე - მედლებით: ვერცხლის იმპერატორ ალექსანდრე III მეფობის აღსანიშნავად, წითელი ჯვრის 1904-1905 წლებში იაპონიასთან ომის აღსანიშნავი, რომანოვების სახლის მეფობის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი. საზღვარგარეთული ორდენებით: სპარსეთის - ლომის და მზის III ხარისხის და ბუხარის ოქროს ვარსკვლავის II ხარისხის. მეუღლე - ბარბარე (ვარია) ისიდორეს ასული გაბაშვილი-მიქელაძისა |
აღწერილობა: | გადაღების თარიღი და ადგილი უცნობია |
მფლობელი: | ნინო ბაგრატიონი |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Mikeladze_aleksandre_shviltan_meristan_ertad.jpg | 141.25 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება