Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/164873
სათაური: პეიზაჟი
ავტორები: ხუციშვილი, გოგი
საკვანძო სიტყვები: ფერწერა
ქართველი მხატვრები
ხუციშვილი, გოგი (1941-1993)
ქაღალდი
პეიზაჟი
გამოცემის თარიღი: 1991
აღწერილობა: გოგი ხუციშვილი დაიბადა თბილისში 1941 წლის 1 ივლისს. 1950-1960-იან წლებში ეუფლებოდა ქანდაკებასა და ფერწერას ზაქარია კრაწაშვილთან, გურამ ქუთათელაძესთან და ანთიმოზ გორგაძესთან. 1965 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში. 1970-იან წლებში სწავლობდა სორბონასა და პარიზის კაზმულ ხელოვნებათა სკოლაში. 1985 წლიდან იყო თსუ ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის დეკანი. 1990 წლიდან იყო საქართველოს დიზაინერთა კავშირის წევრი. ფერწერული ტილოების გარდა გოგი ხუციშვილის შემოქმედება მოიცავს გრაფიკულ ნამუშევრებს, ქანდაკებებს, კოლაჟებს, ლექსებსა და ესსეებს. მისი ნამუშევრები თბილისის გარდა, დაცულია პარიზის, დრეზდენის, ბერლინის, პრაღის, ბრნოს, ბრატისლავის, ბუდაპეშტის, კრაისტ-ჩრჩის (ახალი ზელანდია), დუბლინის, შენონის (ირლანდია), იენის, ოტავის, სან-პაულუს, კურიტიბას (ბრაზილია),მ ლა-პასის (ბოლივია), სოფიის, ტოკიოს, ტალინის, ნიუ-იორკის, პეკინის, მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის მუზეუმებსა და კერძო კილექციებში. გოგი ხუციშვილის პირველი პერსონალური გამოფენა 1975 წელს პარიზში „CIES“-ის გალერეაში მოეწყო. 1980 წელს მეორე პერსონალური გამოფენა თბილისში ხელოვნების მუზეუმში შედგა. უკვე მხატვრის გარდაცვალების შემდეგ 1993 წელს გაიმართა მეექვსე პერსონალური გამოფენა თბილისში გალერეა „კოპალაში“. 2016 წელს დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში გაიხსნება გოგი ხუციშვილის ნამუშევრების მეშვიდე პერსონალური გამოფენა. გოგი ხუციშვილი გარდაიცვალა 1993 წლის 16 აპრილს თბილისში.
მფლობელი: გიორგი (გოგი) ხუციშვილი
შესულია კოლექციებში:ფერწერა და გრაფიკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Peizaji_1991_28.8X40.6_Kagaldi.jpg169.06 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება