ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/167079
სათაური: კომპოზიცია
ავტორები: ვეფხვაძე, ჯოვანი
საკვანძო სიტყვები: ფერწერა
ქართველი მხატვრები
ვეფხვაძე, ჯოვანი (1949-2016)
გრამაფონი
მუსიკა
ფოტო
გაზეთი
აღწერილობა: ჯოვანი ვეფხვაძე დაიბადა 1949 წლის 13 მარტს თბილისში, მხატვარ ალექსი ვეფხვაძის ოჯახში. 1967 წელს იგი ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1973 წელს. მისი სადიპლომო ნამუშევარი გახდა "ბექა ოპიზრის სახელოსნოში" რომელიც შექმნა ცნობილი ქართველი მხატვრის კოკი მახარაძის ხელმძღვანელობით. 1973 წელს ჩაირიცხა სსრკ-ს სამხატვრო აკადემიის შემოქმედებით სახელოსნოში, სსრკ-ს სახალხო მხატვრის უჩა ჯაფარიძის კლასში, რომელიც დაამთავრა 1977 წელს საანგარიშო ნამუშევრით "გელათის ტაძრის რესტავრაცია". 1973 წლიდან იღებს მონაწილეობას როგორც რესპუბლიკურ, ასევე საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში. 1977 წელს შევიდა სსრკ-ს მხატვართა კავშირში, რომლის წევრად სთვლის თავს დღემდე. ჯოვანის შემოქმედებაში წარმოდგენილია სხვადასხვა ჟანრი, როგორიცაა პეიზაჟი, პორტრეტი, თემატური სურათი, ნატურმორტი და ქალაქის ხედი. 1981-2007 წლებში ჯოვანი ვეფხვაძე ასწავლიდა ი.ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. ნამყოფია შემოქმედებით მივლინებაში გერმანიასა და იტალიაში. მისი ნამუშევრები დაცულია ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეაში რუსეთში და ასევე კერძო კოლექციებში მრავალ ქვეყანაში როგორიცაა საქართველო, გერმანია, რუსეთი, აშშ, ინგლისი, სომხეთი, საფრანგეთი, იაპონია, იტალია, საბერძნეთი, თურქეთი, ინდოეთი, ჩინეთი და ა.შ.
შესულია კოლექციებში:ფერწერა და გრაფიკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Вепхвадзе Джовани2.jpg183.53 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება