ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/16750
სათაური: ნოდარ დუმბაძის უკანასკნელი ფოტო
საკვანძო სიტყვები: ფოტო
დუმბაძე, ნოდარ ვლადიმერის ძე (1928-1984)
თოფურიძე, ნოდარი
რეზიუმე: ნოდარ დუმბაძე - მწერალი. 1950 წლიდან მისი ლექსები და იუმორისტული მოთხრობები სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. მწერალს აღიარება პირველივე რომანებმა მოუტანა. რომანებისა და მოთხრობებისათვის 1975 წელს მიენიჭა რუსთაველის პრემია, ხოლო 1980 წელს ლენინური პრემია. 1967-1972 წლებში იყო ჟურნალ „ნიანგის“ რედაქტორი. 1972 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი და სსრკ-ის მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი. ჟურნალის „მოლოდაია გვარდია“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. დაკრძალული იყო ქალაქ თბილისში, საბავშვო ქალაქ „მზიურში“, რომლის აშენების იდეა თავად ეკუთვნოდა, ხოლო 2009 წლის 14 სექტემბერს მისი ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს. კონსტანტინე სიმონოვი - რუსი საბჭოთა მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. სოციალისტური შრომის გმირი (1974), ლენინური პრემიის ლაურეატი (1974) და სტალინური პრემიის ექვსგზის ლაურეატი. ნოდარ თოფურიძე - ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი.
აღწერილობა: გადაღების ადგილი და თარიღი უცნობია
მფლობელი: ქეთევან დუმბაძე
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Dumbadze_87.jpg404.24 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
Dumbadze_87_verso.jpg26.13 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება