Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/171073
Title: მიწა ქართული
Authors: მახარაძე, კოკი
Keywords: პანო
ქართველი მხატვრები
მახარაძე, კოკი (1929-1992)
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სიმბოლიკა
ანტისაბჭოთა
რელიგიური
Issue Date: 1967
Abstract: კოკი მახარაძემ "მიწა ქართულის" პირველი ვერსია 1967 წელს შეასრულა. ეს უზარმაზარი ტილო სამხატვრო გალერეაში გამოფინეს, მის სანახავად უამრავი სახელოვანი ადამიანი მოვიდა, მათ შორის - კონსტანტინე გამსახურდიაც. ტილოს ყურადღებით დააცქერდა. რამდენიმე წუთში ბატონ კონსტანტინესთან ვიღაც მივიდა და მწერალმა ანიშნა, ხელს ნუ შემიშლითო. კარგა ხნის მერე კოკის მიუახლოვდა და უთხრა: "ძალიან კარგია". ის ტილოში ჩადებულმა ეროვნულმა სულმა და თემატიკამ მოხიბლა... კოკი მახარაძის ეს პანო დიდი ხანი ეკიდა თსუ-ს პირველ კორპუსში.
Description: ფერმწერი, გრაფიკოსი - დაიბადა 1929 წელს ოჩამჩირეში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მნიშვნელოვანი გამოფენები ჰქონდა ჰაფსტრას უნივერსიტეტში (ნიუ-იორკი, აშშ), საქართველოს კულტურის დღეები (სტოკჰოლმი, შვედეთი), საგარეო საქმეთა სამინისტრო (დელი, ინდოეთი), მანეჟის საგამოფენო დარბაზში (მოსკოვი, რუსეთი). 1960 წლიდან მონაწილეობდა თბილისის საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია საართველოს ეროვნულ მუზეუმში, რუსეთში, უკრაინაში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში.
Appears in Collections:ფერწერა და გრაფიკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Махарадзе К.-12.jpg112.71 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.