ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/171073
სათაური: მიწა ქართული
ავტორები: მახარაძე, კოკი
საკვანძო სიტყვები: პანო
ქართველი მხატვრები
მახარაძე, კოკი (1929-1992)
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სიმბოლიკა
ანტისაბჭოთა
რელიგიური
გამოცემის თარიღი: 1967
რეზიუმე: კოკი მახარაძემ "მიწა ქართულის" პირველი ვერსია 1967 წელს შეასრულა. ეს უზარმაზარი ტილო სამხატვრო გალერეაში გამოფინეს, მის სანახავად უამრავი სახელოვანი ადამიანი მოვიდა, მათ შორის - კონსტანტინე გამსახურდიაც. ტილოს ყურადღებით დააცქერდა. რამდენიმე წუთში ბატონ კონსტანტინესთან ვიღაც მივიდა და მწერალმა ანიშნა, ხელს ნუ შემიშლითო. კარგა ხნის მერე კოკის მიუახლოვდა და უთხრა: "ძალიან კარგია". ის ტილოში ჩადებულმა ეროვნულმა სულმა და თემატიკამ მოხიბლა... კოკი მახარაძის ეს პანო დიდი ხანი ეკიდა თსუ-ს პირველ კორპუსში.
აღწერილობა: ფერმწერი, გრაფიკოსი - დაიბადა 1929 წელს ოჩამჩირეში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მნიშვნელოვანი გამოფენები ჰქონდა ჰაფსტრას უნივერსიტეტში (ნიუ-იორკი, აშშ), საქართველოს კულტურის დღეები (სტოკჰოლმი, შვედეთი), საგარეო საქმეთა სამინისტრო (დელი, ინდოეთი), მანეჟის საგამოფენო დარბაზში (მოსკოვი, რუსეთი). 1960 წლიდან მონაწილეობდა თბილისის საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია საართველოს ეროვნულ მუზეუმში, რუსეთში, უკრაინაში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში.
შესულია კოლექციებში:ფერწერა და გრაფიკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Махарадзе К.-12.jpg112.71 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება