ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/17166
სათაური: | ალექსანდრე პლატონის ძე მიქელაძე |
საკვანძო სიტყვები: | მიქელაძე, ალექსანდრე პლატონის ძე (1867-1928) სამხედრო პირი სამხედრო ფორმა |
გამოცემის თარიღი: | 1904 |
რეზიუმე: | თავადი ალექსანდრე პლატონის ძე მიქელაძე - ჟანდარმერიის გენერალი, გენერალ-ლეიტენანტი. დაამთავრა თბილისის კადეტის კორპუსი და ალექსანდროვის სამხედრო სასწავლებელი. მონაწილეობა მიიღო პორტარტურში იაპონელების წინააღმდეგ ბრძოლებში. 1905 წლის 10 აგვისტოს მიიღო პოლკოვნიკის ჩინი. 1912 წლის 6 დეკემბერს გენერალ-მაიორი, ხოლო 1915 წლის 10 ივნისს - გენერალ-ლეიტენანტი. დაჯილდოებული იყო წმ. ვლადიმერის 3 და 4 ხარისხის, წმ. ანას 2, 3 და 4 ხარისხის და წმ. სტანისლავის 1, 2 და 3 ხარისხის ორდენებით. ასევე - მედლებით: ვერცხლის იმპერატორ ალექსანდრე III მეფობის აღსანიშნავად, წითელი ჯვრის 1904-1905 წლებში იაპონიასთან ომის აღსანიშნავი, რომანოვების სახლის მეფობის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი. საზღვარგარეთული ორდენებით: სპარსეთის - ლომის და მზის III ხარისხის და ბუხარის ოქროს ვარსკვლავის II ხარისხის. მეუღლე - ბარბარე (ვარია) ისიდორეს ასული გაბაშვილი-მიქელაძისა |
მფლობელი: | ნინო ბაგრატიონი |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
mikeladze_096_verso.jpg | ვერსო | 234.28 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
mikeladze_096.jpg_recto | რექტო | 128.41 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება