ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/173639
სათაური: ილია (ივერიკო) ტყეშელაშვილი და ალექსანდრა (ხაფაჩა) კარტოზია ვაჟიშვილებთან ერთად
საკვანძო სიტყვები: ტყეშელაშვილი, ილია (ივერიკო) სიმონის ძე (1899-1986)
ტყეშელაშვილი, გელა ილიას ძე (1933-1996)
ტყეშელაშვილი, ბადრი ილიას ძე (1930)
კარტოზია, ალექსანდრა (ხაფაჩა) ივანეს ასული (1905-1993)
გამოცემის თარიღი: 1946
რეზიუმე: ილია ტყეშელაშვილი - აგრონომი, მეაბრეშუმე. დაიბადა სოფელ ბზვარში, ყოფილი ქუთაისის მაზრა, ამჟამად ვანის რაიონი. 1921 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზია. იმავე წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1926 წელს. 1926-1927 წწ. მუშაობს დიდი ჯიხაიშის სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმის დირექტორის მოადგილედ. 1927 წლის მარტიდან დაინიშნა ქუთაისის საგრენაჟო ქარხანაში აგრონომ ინსტრუქტორად. 1933-1938 წწ. ქუთაისის მეაბრეშუმეობის ზონალურ სადგურში, სამეცნიერო ნაწილის დირექტორად. 1927-1937 წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქუთაისის აბრეშუმის სამოსწავლო კომბონატში, ქუთაისი სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმში და მიწვევით კითხულობდა ლექციებს თბილის სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაჯილდოებულია საპატიო ნიშნებით და ორდენებით. გელა ტყეშელაშვილი - ფიზიკა-მათემატიკოსი. ატომური ფიზიკის აკადემიკოსი. ბადრი ტყეშელაშვილი - ინჟინერი, იზოტების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ტექნიკურ დარგში
აღწერილობა: ფორტეპიანოსთან ზის გელა ტყეშელაშვილი; ვიოლინოთი- ბადრი ტყეშელაშვილი. ფოტო გადაღებულია ქუთაისში
მფლობელი: მაგდა ტყეშელაშვილი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Magda_Tkeshelashvili (6)_4.jpg1.04 MBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება