ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/187057
სათაური: წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ანდრია სინაურის სახელობის ლიტერატურულ სახლ-ბიბლიოთეკაში
ავტორები: წიკლაური, თამარ
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური
ანდრია სინაური
სინაურიძე, ანდრია ივანეს-ძე (1896-1976)
ქუთაისი
ქუთაისის ანდრია სინაურის სახელობის ლიტერატურული სახლი-ბიბლიოთეკა
წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე
გამოცემის თარიღი: 23-Apr-2016
რეზიუმე: ანდრია სინაური (სინაურიძე) - ქართველი პოეტი
აღწერილობა: წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ესტუმრა ქუთაისის ანდრია სინაურის სახელობის ლიტერატურულ სახლ-ბიბლიოთეკას, რომელიც გაიხსნა 1976 წელს. პოეტ ანდრია სინაურის გარდაცვალების შემდეგ, მისმა მეუღლემ, ქალბატონმა ნადია აბდუშელიშვილმა, რაკი ერთადერთი ვაჟი (არჩილი) სამშობლოს შეეწირა, თავის მემკვიდრედ მთელი ქალაქის ახალგაზრდობა გამოაცხადა. სახლი, წიგნადი ფონდი, არქივი, ავეჯი და ათასი წვრილმანი, გადასცა საზოგადოებას, ხალხს... ანდრიასეულ კერაზე გაიხსნა მისივე სახელობის საქალაქო ბიბლიოთეკა. სადაც გამგედ ქალბატონი ნადია აბდუშელიშვილი - ბიბლიოთეკარად ქალბატონი ლეილა აბდუშელიშვილი დაინიშნა. მათი გარდაცვალების შემდეგ ბიბლიოთეკას შეემატა ახალი თანამშრომლები ცისმარი მხეიძე, დარეჯან კუტივაძე, მზეო ყურაშვილი და ინგა არაბიძე... ამჟამად ბიბლიოთეკის გუნდს წარმოადგენენ სწორედ ისინი. ანდრიასეული სახლი მუდამ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა თავშეყრის ადგილია. ტრადიცია გრძელდება... ბიბლიოთეკაში სისტემატიურად ეწყობა შეხვედრები, წიგნების განხილვები, ლიტერატურული საღამოები, ბიბლიოგრაფიული მიმოხილვები, ბიბლიოთეკის აქტივთა და მეგობართა საზოგადოების წევრებია: ასათიანი მედეა, მაჩალაძე ნუნუ, ბიბილეიშვილი სალომე, დემეტრაძე სალომე, ავალიანი მაია, ცნობილაძე ლალი, რომელთა უშუალო თანადგომით განხორციელდა მინი-პროექტი. დღესასწაულის მონაწილეები
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:საქართველოს ბიბლიოთეკების ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Sinauris_Saxelobis_Biblioteka_Qutaisshi (29).JPG163.47 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება