ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/188206
სათაური: გიორგი კეკელიძე ანდრია სინაურის სახელობის ლიტერატურული სახლ-ბიბლიოთეკაში
ავტორები: წიკლაური, თამარ
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური
ანდრია სინაური
სინაურიძე, ანდრია ივანეს-ძე (1896-1976)
ქუთაისი
წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე
კეკელიძე, გიორგი ზურაბის ძე (1984)
გორდელაძე, გულიკო
გამოცემის თარიღი: 23-Apr-2016
რეზიუმე: ანდრია სინაური (სინაურიძე) - ქართველი პოეტი; გიორგი კეკელიძე - ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი (2012 წლიდან). გიორგი კეკელიძე არის პრემია „საბას“ და წინანდლის პრემიის ლაურეატი, ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი (2006-2012 წწ.); გულიკო გორდელაძე - ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურული პროგრამების განყოფილების მთავარი სპეციალისტი
აღწერილობა: წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ესტუმრა ქუთაისის ანდრია სინაურის სახელობის ლიტერატურულ სახლ-ბიბლიოთეკას, რომელიც გაიხსნა 1976 წელს. პოეტ ანდრია სინაურის გარდაცვალების შემდეგ, მისმა მეუღლემ, ქალბატონმა ნადია აბდუშელიშვილმა, რაკი ერთადერთი ვაჟი (არჩილი) სამშობლოს შეეწირა, თავის მემკვიდრედ მთელი ქალაქის ახალგაზრდობა გამოაცხადა. სახლი, წიგნადი ფონდი, არქივი, ავეჯი და ათასი წვრილმანი, გადასცა საზოგადოებას, ხალხს... ანდრიასეულ კერაზე გაიხსნა მისივე სახელობის საქალაქო ბიბლიოთეკა. სადაც გამგედ ქალბატონი ნადია აბდუშელიშვილი - ბიბლიოთეკარად ქალბატონი ლეილა აბდუშელიშვილი დაინიშნა. მათი გარდაცვალების შემდეგ ბიბლიოთეკას შეემატა ახალი თანამშრომლები ცისმარი მხეიძე, დარეჯან კუტივაძე, მზეო ყურაშვილი და ინგა არაბიძე... ამჟამად ბიბლიოთეკის გუნდს წარმოადგენენ სწორედ ისინი. ანდრიასეული სახლი მუდამ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა თავშეყრის ადგილია. ტრადიცია გრძელდება... ბიბლიოთეკაში სისტემატიურად ეწყობა შეხვედრები, წიგნების განხილვები, ლიტერატურული საღამოები, ბიბლიოგრაფიული მიმოხილვები, ბიბლიოთეკის აქტივთა და მეგობართა საზოგადოების წევრებია: ასათიანი მედეა, მაჩალაძე ნუნუ, ბიბილეიშვილი სალომე, დემეტრაძე სალომე, ავალიანი მაია, ცნობილაძე ლალი, რომელთა უშუალო თანადგომით განხორციელდა მინი-პროექტი. მარჯვნიდან პირველი გულიკო გორდელაძე, წინა პლანზე გიორგი კეკელიძე
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:საქართველოს ბიბლიოთეკების ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Sinauris_Saxelobis_Biblioteka_Qutaisshi (20).JPG214.58 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება