ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/189086
სათაური: „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემათა ილუსტრირებული ბიბლიოგრაფიის პრეზენტაცია
ავტორები: წიკლაური, თამარ
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური
„ვეფხისტყაოსანი"
შოთა რუსთაველი
ბიბლიოგრაფია
„სეზანი", საგამომცემლო ჯგუფი
თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი
ჩიქოვანი, გურამ (1949)
ცაავა, ლიზა
გამოცემის თარიღი: 6-May-2016
რეზიუმე: გურამ ჩიქოვანი - ქართველი აღმოსავლეთმცოდნე-ფილოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი; ლიზა ცაავა - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი
აღწერილობა: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში „ვეფხისტყაოსნის" გამოცემათა ილუსტრირებული ბიბლიოგრაფიის (1712-2015 წწ.) მეორე შევსებული და შესწორებული გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. გამოცემა „სეზანის" საგამომცემლო ჯგუფის მიერ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გამოიცა. პირველი გამოცემა ამავე საგამომცემლო ჯგუფის მიერ 2009 წელს დაიბეჭდა. პროექტის იდეის ავტორია მანანა კარტოზია, ხელმძღვანელი - ლევან თაქთაქიშვილი, მთავარი რედაქტორი - ელზა ნაბახტეველი. შეადგინეს მამუკა ჩხეიძემ და ლევან თაქთაქიშვილმა. დიზაინერ-დამკაბადონებელი - მაკა ცომაია. გამომცემლები "ვეფხისტყაოსნის" გამოცემათა ილუსტრირებული ბიბლიოგრაფიის მნიშვნელობას ასე აფასებენ: "რუსთაველის საიუბილეო წელს ახალი კატალოგის გამოცემა ლოგიკური და მისასალმებელი მოვლენაა. როგორც აღმოჩნდა, 2009 წლამდე ჩვენთვის ცნობილ 383 სხვადასხვა გამოცემას მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში 120 ახალი გამოცემა დაემატა, მათ შორის 50 ქართულ ენაზე. ბიბლიოგრაფიული გამოცემები ხელს უწყობს მკვლევრებს მათთვის სასურველი გამოცემების მოძიებაში. ეს ბიბლიოგრაფია კი რუსთველოლოგიური პრობლემატიკის აქტუალიზებასაც ემსახურება. საძიებელი-კატალოგი არაერთ საგულისხმო მონაცემს უყრის თავს და განსჯასა და შეფასებას მოითხოვს. რუსთველოლოგებსა და ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ეძლევათ, ამ გამოცემით მოიძიონ და ერთმანეთს შეადარონ „ვეფხისტყაოსნის" როგორც სამამულო, ისე უცხოური გამოცემები, გაარკვიონ, თუ რამდენად ხარისხიანია თარგმანები და ვინ არიან ამა თუ იმ ენაზე პოემის ხელმეორედ ამმეტყველებელნი, მოძებნონ ილუსტრაციები. დროა, ვიზრუნოთ იმ ჩავარდნებზეც, რაც „ვეფხისტყაოსნის" უცხოურ ენებზე თარგმნის მხრივ შეინიშნება; მაგალითად, „ვეფხისტყაოსანი" არ თარგმნილა ბერძნულ, ინდურ, შვედურ, პორტუგალიურ, ვიეტნამურ, ინგუშურ ენებზე. „ვეფხისტყაოსნის" ბიბლიოგრაფიის ბეჭდვის პროცესს დაემთხვა სასიხარულო ცნობა: სამხრეთ კორეაში, სეულში დაიბეჭდა „ვეფხისტყაოსნის" პირველი კორეული თარგმანი, ანუ ეს საძიებელიც უკვე აღარ არის სრულყოფილი. ამდენად, რუსთაველის უკვდავი ქმნილების სიცოცხლე გრძელდება და პოემის გავრცელების არეალი იზრდება, ამიტომ მომავალში „ვეფხისტყაოსნის" გამოცემათა ბიბლიოგრაფიის შევსება და ხელახლა დასტამბვა აუცილებელი გახდება. რუსთაველი ხომ საუკუნეზე მეტია, რაც ქართული პოლიგრაფიის ორბიტიდან გავიდა და ათასობით ცალი იბეჭდება მსოფლიო სასტამბო ხელოვნების ნიმუშად." მარცხნიდან: გურამ ჩიქოვანი, ლიზა ცაავა
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:საქართველოს ბიბლიოთეკების ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Vefxistyaosnis_Bibliografia (90).JPG155.93 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება