ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/190342
სათაური: "არტ-გენის" ორგანიზატორების პრესკონფერენცია ეთნოგრაფიულ მუზეუმში
ავტორები: წიკლაური, თამარ
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური
"არტ-გენი 2016", ფესტივალი
"Check in Georgia"
Art Gene Festival
გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი
კეკელიძე, გიორგი ზურაბის ძე (1984)
კანდელაკი, კახი (1965)
ხოსიტაშვილი, მირიან
კირვალიძე, თამარ
გამოცემის თარიღი: 8-Jul-2016
რეზიუმე: კახი კანდელაკი - თანამდებობის პირი, მხატვარი, სპორტსმენი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე (2014 წლიდან); თამარ კირვალიძე - თიბისი ბანკის საგარეო ურთიერთობებისა და მედია კომუნიკაციების დირექტორი; მირიან ხოსიტაშვილი - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე; გიორგი კეკელიძე - ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი (2012 წლიდან)
აღწერილობა: გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალ "არტ-გენთან" დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას ფესტივალის ორგანიზატორები და მხარდამჭერები უძღვებოდნენ. რვა დღის განმავლობაში, ყოველდღე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილი იქნა ხალხური რეწვისა და თანამედროვე ხელოვნების გამოფენები. რეგიონების წარმომადგენელთა ფოლკლორული კონცერტები, პანტომიმის თეატრის სპექტაკლი, "შავფაროსნების" ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა და დასკვნითი კონცერტები თანამედროვე მუსიკალური ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსურულებლების მონაწილეობით. ფესტივალი "არტ-გენი" 2004 წელს დაფუძნდა და წლების მანძილზე მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა. სწორედ ამ ფესტივალის წყალობით გაიცნო საზოგადოებამ დღეს უკვე ცნობილი ბევრი ახალგაზრდა მუსიკოსი, ჯგუფი და შემსრულებელი. ფოლკლორისა და თანამედროვე ხელოვნების გაერთიანებით წლების მანძილზე, "არტ-გენმა" განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციასა და ცოცხალი მუსიკის განვითარებაში. მარცხნიდან: პირველი - მირიან ხოსიტაშვილი; მარჯვნიდან: გიორგი კეკელიძე, თამარ კირვალიძე, კახი კანდელაკი
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:საქართველოს ბიბლიოთეკების ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Art_Genis_Preskonferencia (12).JPG261.49 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება