ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1920
სათაური: ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ამონაჭერი
ჩხეიძე ნიკოლოზ (კარლო) სიმონის ძე (1864-1926)
რეზიუმე: ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე - საქართველოსა და რუსეთის პოლიტიკური მოღვაწე. პუბლიცისტი, სოციალ-დემოკრატი. ქართული და რუსული მენშევიზმის ერთ-ერთი ლიდერი. დაიბადა 1864 წელს, სოფელ ფუთში (შორაპნის მაზრა) - გარდაიცვალა 1926 წლის 7 ივლისს, ლევილში. 1892 წლის დეკემბერში მონაწილეობდა მესამე დასის დამფუძნებელთა კრებაში. 1898 წლიდან სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრია, 1903 წლიდან - მენშევიკი. 1899-1900 ბათუმში ხელმძღვანელობდა მუშათა წრეებს. იყო მესამე და მეოთხე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი თბილისიდან, 1912 წლიდან, რუსეთის მეოთხე სათათბიროში მენშევიკური ფრაქციის ლიდერი. იყო „რუსეთის ხალხთა დიადი აღმოსავლეთის" ლოჟის წევრი. თებერვლის რევოლუციისას იყო სახელმწიფო სათათბიროს დროებითი კომიტეტის წევრი. 1917 წელს თებერვალ-აგვისტოში მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების პეტროგრადის საბჭოს თავმჯდომარე. (მას შემდეგ, რაც პეტროგრადის საბჭომ ბოლშევიკური რეზოლუცია მიიღო, გადადგა და მისი ადგილი ლ.ტროცკიმ დაიკავა) 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის წინ საქართველოში დაბრუნდა. 1918 წლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე, საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე. 1919 წელს ირაკლი წერეთელთან ერთად მონაწილეობდა პარიზის (ვერსალის) მოლაპარაკებაში ანტანტის საბჭოსთან. იყო ერთ-ერთი ავტორი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციისა. 1921 წლიდან იმყოფებოდა ემიგრაციაში. 1926 წელს სიცოცხლე დაასრულა თვითმკვლელობით. დაკრძალულია პარიზში, პერ-ლა-შეზის სასაფლაოზე
შესულია კოლექციებში:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Chxeidze_Karlo_recto.jpgრექტო502.21 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
Chxeidze_Karlo_verso.jpgვერსო365.41 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება