ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/194684
სათაური: გურული მოჯირითე ამერიკაში
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
გურული
ცხენოსანი
ამერიკა
ეროვნული სამოსი
ჩოხა
ფაფახი
ხმალი
ხანჯალი
რეზიუმე: გურული ცხენოსნები - გურული მხედრები პირველად საზღვარგარეთ საჯირითოდ 1892 წელს გაემგზავრნენ . ისინი ინგლისში შეუერთდნენ ცნობილი ამერიკელი შოუმენის, ბაფალო ბილ ქოუდის “Wild West show” - ველური დასავლეთის შოუს, ხოლო 1893 წელს კი გურულები აშშ-ში ჩავიდნენ. გურულები ,,რუსი კაზაკების” სახელით 30 წელზე მეტ ხანს გამოდიოდნენ ბაფალო ბილისა და სხვა ცირკებისა და შოუების არენებზე, მათ საყოველთაო აღიარება მოიპოვეს და დიდი გავლენა იქონიეს ქაუბოებზე. დასავლეთის განთქმული მკვლევარი და ისტორიკოსი დი ბრაუნი წერდა: `ცხენზე ჯირითი როდეოში შემოიტანეს თავზეხელაღებულმა კაზაკებმა. კაზაკების თავბრუდამხვევი ტრიუკებით დაინტერესებულმა ქაუბოებმა ეს გაითავისეს და შემდგომ თავისებური ვარიანტი წარმოადგინეს ამერიკულ როდეოში.” ამერიკული გაზეთები წერდნენ ქართველების განუმეორებელ ჯირითზე: "ისინი უნაგირზე ხელებზე და ფეხებზე დამდგარი აჭენებდნენ ცხენებს". "კაზაკი" ცხენოსნების შესახებ ინფორმაციამ მალე სამეფო ოჯახის ყურამდეც მიაღწია. 1892 წლის 25 ივნისს, ქართველები ივანე მახარაძის თაოსნობით, წარდგნენ დედოფლის, სამეფო ოჯახისა და სხვა არისტოკრატების წინაშე. წარმოდგენით აღფრთოვანებულმა დედოფალმა ვიქტორიამ მოოქროვილი ალბომი გადასცა მათ, სადაც მათი წარმოდგენის ამსახველი ფოტოები იყო მოთავსებული. (ალბომი ინახებოდა ივანე მახარაძის სახლში გურიაში და განადგურდა ხანძრის დროს).
აღწერილობა: ფოტო გადაღებულია ამერიკაში
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
5.jpg210.24 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება