Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/19858
Title: მიხეილ გოცირიძე
Keywords: პორტრეტი
გოცირიძე, მიხეილ გერასიმეს ძე (1901-1975)
Issue Date: 2-Nov-1917
Abstract: მიხეილ გოცირიძე - თეატრისა და კინოს მხატვარი, გრაფიკოსი, კარიკატურისტი. ერთი იმ მოდერნისტთაგანი, რომლის შემოქმედება სრულიად შეუსწავლელია, თუმცა ის შეიძლება ჩაითვალოს ქართული თეატრის მხატვრობის ერთ-ერთ რეფორმატორად.1928-1939 წლებში იგი თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მხატვარია და 30-მდე სპექტაკლს აფორმებს. მათ შორს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია “რობინ ჰუდი”, “ფრიც ბაუერი,” “ალტაელი რობინზონები”, “ლადო კეცხოველი” “ნაცარქექია” და სხვა. 1922 წლიდან მუშაობას იწყებს მხატვრად მოზარდ მაყურებელთა რუსულ თეატრში, 1926 წლიდან კი თბილისის "ახალ თეატრში". 1927-30 წლებში რეჟისორ მიხეილ ქორელის მოწვევით იგი ქუთაისის თეატრში 12 სპექტაკლის სცენურ დიზაინზე მუშაობს: “მგლები”, “წმინდა ქურდი”, “იმედის დაღუპვა”, “მედეა,” “რღვევა”, “სიყვარული თელებქვეშ” და სხვა. მისი დამსახურება დიდია, რამდენადაც მან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სხვადასხვა ტიპისა და სხვადასხვა დანიშნულების თეატრებში ფართოდ გაავრცელა ახალი სცენოგრაფიული ენა. მუშაობს გრაფიკაში, რომელშიც ხშირად მიმართავს სტილიზაციასა და ორნამენტალიზმს, რაც მის ფუტურიზმთან ნაზავ თავად კუბისტურ გრაფიკაშიც ჩანს. მიხეილ გოცირიძე დააპატიმრეს ევროპელ მეგობართან ურთიერთობის გამო
Description: ვერსოზე არის ნაჩუქრობის წარწერა
Owner: ელისო გუდიაშვილი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Mixeil_Gociridze_recto.jpgრექტო84.45 kBJPEGThumbnail
View/Open
Mixeil_Gociridze_verso.jpgვერსო72.67 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.