ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/19858
სათაური: მიხეილ გოცირიძე
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
გოცირიძე, მიხეილ გერასიმეს ძე (1901-1975)
გამოცემის თარიღი: 2-Nov-1917
რეზიუმე: მიხეილ გოცირიძე - თეატრისა და კინოს მხატვარი, გრაფიკოსი, კარიკატურისტი. ერთი იმ მოდერნისტთაგანი, რომლის შემოქმედება სრულიად შეუსწავლელია, თუმცა ის შეიძლება ჩაითვალოს ქართული თეატრის მხატვრობის ერთ-ერთ რეფორმატორად.1928-1939 წლებში იგი თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მხატვარია და 30-მდე სპექტაკლს აფორმებს. მათ შორს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია “რობინ ჰუდი”, “ფრიც ბაუერი,” “ალტაელი რობინზონები”, “ლადო კეცხოველი” “ნაცარქექია” და სხვა. 1922 წლიდან მუშაობას იწყებს მხატვრად მოზარდ მაყურებელთა რუსულ თეატრში, 1926 წლიდან კი თბილისის "ახალ თეატრში". 1927-30 წლებში რეჟისორ მიხეილ ქორელის მოწვევით იგი ქუთაისის თეატრში 12 სპექტაკლის სცენურ დიზაინზე მუშაობს: “მგლები”, “წმინდა ქურდი”, “იმედის დაღუპვა”, “მედეა,” “რღვევა”, “სიყვარული თელებქვეშ” და სხვა. მისი დამსახურება დიდია, რამდენადაც მან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სხვადასხვა ტიპისა და სხვადასხვა დანიშნულების თეატრებში ფართოდ გაავრცელა ახალი სცენოგრაფიული ენა. მუშაობს გრაფიკაში, რომელშიც ხშირად მიმართავს სტილიზაციასა და ორნამენტალიზმს, რაც მის ფუტურიზმთან ნაზავ თავად კუბისტურ გრაფიკაშიც ჩანს. მიხეილ გოცირიძე დააპატიმრეს ევროპელ მეგობართან ურთიერთობის გამო
აღწერილობა: ვერსოზე არის ნაჩუქრობის წარწერა
მფლობელი: ელისო გუდიაშვილი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Mixeil_Gociridze_recto.jpgრექტო84.45 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
Mixeil_Gociridze_verso.jpgვერსო72.67 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება