ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1990
სათაური: ასათიანი , ლადო (ვლადიმერ) მელქისედექის ძე (1917–1943)
სხვა სათაური: გელოვანი, მირზა (რევაზ) გედეონის ძე (1917–1944)
ბენაშვილი, დიმიტრი გიორგის ძე (1910–1982)
აგიაშვილი, ნიკოლოზ (ნიკა) დიმიტრის ძე (1903–1984)
კალანდაძე, გიორგი
ქართველიშვილი (ასტვაცატუროვი), ერემია
აბაშიძე, გრიგოლ გრიგოლის ძე (1914–1994)
კაწახიძე, გივი
მარგიანი, რევაზ აკაკის ძე (1916–1984)
შენგელია, ალეკო
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
რეზიუმე: ლადო (ვლადიმერ) მელქისედექის ძე ასათიანი (დ. 14 იანვარი, 1917, ქუთაისი — გ. 23 ივნისი, 1943, თბილისი) –ქართველი პოეტი. მირზა (რევაზ) გედეონის ძე გელოვანი, (დ. 2 მარტი, 1917, სოფ. ნაქალაქარი, ახლანდელი თიანეთის რაიონი ― გ. ივლისი, 1944, დაკრძალულია ბელარუსში ვიტებსკის ოლქის ბერენკოვიჩის რაიონის სოფ. სანიკის საძმო სასაფლაოზე)– ქართველი პოეტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1975, სიკვდილის შემდეგ). დიმიტრი გიორგის ძე ბენაშვილი (დ. 28 ნოემბერი, 1910, სოფ. ზემო მაჩხაანი, ახლანდელი დედოფლისწყაროს რაიონი ― გ. 28 ივნისი, 1982, თბილისი) – ქართველი კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1960), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967). ნიკოლოზ (ნიკა) დიმიტრის ძე აგიაშვილი (დ. 1 სექტემბერი, 1903, სოფ. დიხაშხო, ახლანდელი ვანის რაიონი – გ. 27 სექტემბერი, 1984, თბილისი)– ქართველი მწერალი, მთარგმნელი, ჟურნალისტი. საქართველოს სსრ კულტურის დამსახურებული მუშაკი (1968). გრიგოლ გრიგოლის ძე აბაშიძე (დ. 19 ივლისი/1 აგვისტო, 1914, ზედა რგანი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ. 29 ივლისი, 1994, თბილისი) – ქართველი პოეტი და პროზაიკოსი. რევაზ აკაკის ძე მარგიანი (დ. 24 ნოემბერი, 1916, სოფ. მულახი, მესტიის რაიონი — გ. 1984) – ქართველი პოეტი. სკკპ-ის წევრი 1947-დან.
აღწერილობა: ჟურნალ "ჩვენი თაობის" რედაქცია. ფოტოზე გამოსახულია პირველ რიგში: ლადო ასათიანი და მირზა გელოვანი; მეორე რიგში: დიმიტრი ბენაშვილი, ნიკა აგიაშვილი, გიორგი კალანდაძე, ერემია ქარელიშვილი, გრიგოლ აბაშიძე; მესამე რიგში: გივი კაწახიძე, რევაზ მარგიანი, ალეკო შენგელია, ალექსანდრე საჯაია, ლევან კიკნაძე, ლადო ავალიანი, ვასო ლორთქიფანიძე, გაბრიელ ჯაბუშანური. ორიგინალის ზომა: 174x230.
შესულია კოლექციებში:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Asatiani_Lado_recto.jpg197.83 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება