ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1996
სათაური: სანდრო ინაშვილი რიგოლეტოს როლში. ოპერა "რიგოლეტო"
ავტორები: ვალდემარი, ს.
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
თეატრალური კოსტიუმი
რეზიუმე: სანდრო ინაშვილი – არტისტი, მომღერალი (ბარიტონი), ქართული ვოკალური ხელოვნების ერთ –ერთი ფუძემდებელი. იგი დაიბადა 1887წ. თბილისში. მას ყავდა სამი ძმა და ერთი და, სამივე ძმას ჰქონდა მუსიკალური განათლება.სანდროს სკოლაში გალობას ასწავლიდა მომღერალი სანდრო კავსაძე. 14–წლის სანდრო იყო საბავშვო დასში, სადაც მან შეასრულა გოგოლის პიესაში ,,ქორწინება“ ( პოდკოლესინის) როლი. ასევე იგი იყო გიტარის დაკვრის ოსტატი. სანდრო საეკლესიო გუნდში გალობდა. 1908 წელს საოპერო გუნდში ირიცხება. 1910 წელს სანდრო კ. რიადოვის სტუდიაში მისი მოწაფე ხდება. 1910 წ. სახალხო სახლის სცენაზე დირიჯორ პოლიკარპე ფალიაშვილის საბენეფისოდ ,,კარმენი“ დაიდგა. ტორეადორის პარტიას სანდრო ასრულებს. 1915 წ. ქართული ტეატრის სცენაზე პირველად დაიდგა ზ. ფალიაშვილის ,,აბესალომ და ეთერი“, სადაც აბესალომის პარტიას ასრულებდა ვანო სარაჯიშვილი, ხოლო გერმანის პარტიას სანდრო ინაშვილი. 1918–19 წლებში თბილისის სახელმწ. ოპერის თეატრში წარმატებით ასრულებდა სხვადასხვა წამყვან პარტიებს, როგორც ქართულ ასევე საზვარგარეთულ ოპერებში,მათ შორის: ,,ლაკმე“, ,,კარმენი“, ,,ტრავიატა“, ,,ფაუსტი“, ,,რიგოლეტო“, ,,მანონი“, ,,ევგეი ონეგინი“, ,,ფაუსტი“, სეველიელი დალაქი“, დ. არაყიშვილის ,,თქმულება შოთა რუსთაველზე“; ზ. ფალიაშვილის ,,აბესალომ და ეთერი’’; ა. რუბინშტეინის ,,დემონი’’, რომელიც 1919წ. დაიდგა ქართულად, ამავე პერიოდში დაიდგა ,,დაისი’’,რომელიც სანდროს საბენეფისოდ გაიმართა, აგრეთვე აღსანიშნავია ,,ღალატი’’. ს. ინაშვილი და ვ. სარაჯიშვილის მეგობრობა წარმოგვიდგება, როგორც ნათელი გზა ხელოვნებაში. 1923წ. იგი მიემგზავრება იტალიაში, სადაც ემზადება განთქმულ კონცერტმეისტერთან:დელი–პონცისთან და ჯუზეპე პაისთან.მან მალევე მოამზადა იტალიურ ენაზე ცნობილი ოპერები ,,ფავორიტი ქალი’’, ,,აიდა’’, ,,რომეო და ჯულიეტა’’, და სხვა. მისი სახელი უფრო ცნობილი ხდება იტალიის მუსიკოს– მომღერალთა წრეში. 1925წ. იგი ბრუნდება სამშობლოში. 1926წ. მან შეასრულა ,,ოტელოში’’ იაგოს პარტია, ასევე მნიშვნელოვანია მისი გამოსვლა ,,რიგოლეტოში’’, ,,ევგენი ონეგინში’’, რომლებმაც წარმატება მოუტანა . ასევე საინტერესო სახე შექმნა 1928–29 წლებში დადგმულ ზ. ფალიაშვილის ,,ლატავრას’’, და ვ. დოლიძის ,,ცისანა’’– ოპერებში.1932წ. იგი ნ. ქუმსიაშვილთან ერთად მიემგზავრება ლენინგრადში,სადაც ასრულებს სხვადასხვა პარტიებს. 1937წ. მიწვეულ იქნა კონსერვატორიაში ვოკალური ფაკულტეტის პედაგოგად. 1942წ. მას მიენიჭა პროფესორის წოდება. მისი უკანასკნელი პერიოდის, სცენიური მოღვაწეობის რიცხვს ეკუთვნის ,,ლადო კეცხოველის როლი’’.
აღწერილობა: ორიგინალის ზომა: პასპარტუ 296x176, ფოტო 230x134.
შესულია კოლექციებში:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Inashvili_Sandro_01_recto.jpg186.52 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება