ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2021
სათაური: უორდროპი, მარჯორი (1869–1909)
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
რეზიუმე: მარჯორი უორდროპი – ინგლისელი მწერალი ქალი, და ინგლისელი დიპლომატის, ოლივერ უორდროპისა, რომელმაც იმოგზაურა ჩვენს ქვეყანაში და დასწერა წიგნი – «საქართველოს სამეფო». ამ წიგნმა ძალიან დააინტერესა მარჯორი. მან გადასწყვიტა ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლა და თვით ქართველი ხალხის ახლო გაცნობა. თავისი განზრახვა მან სისრულეში მოიყვანა: ჩქარა მთელი ოჯახით ეწვია საქართველოს და სამუდამოდ დაუმეგობრდა ჩვენს ქვეყანას. მისთვის ქართული ლიტერატურა მეორე მშობლი-ურ ლიტერატურად შეიქნა. იგი საუცხოოდ წერდა და კითხულობდა ქართულად, მან შეისწავლა ჩვენი ძველი და ახალი ლიტერატურა და ცდილობდა იგი ინგლისისათვის გაეცნო. გაფაციცებით ადევნებდა თვალს ჩვენი მწერლობის განვითარებას, ჩვენს პრესას და ყოველ ახლად გამოსულ წიგნს წაუკითხავს არ სტოვებდა. მარჯორი უორდროპმა ინგლისურად გამოსცა: 1) ცხოვრება წმინდა ნინოსი, 2) «განდეგილი» ილია ჭავჭავაძისა, 3) ქართული ხალხური ზღაპრები და 4) სულხან ორბელიანის «სიბრძნე სიცრუისა». მარჯორი უორდროპი უდიდესი თაყვანისმცემელი იყო შოთა რუსთაველისა. მან ზედმიწევნით შეისწავლა «ვეფხისტყაოსანი» და გადათარგმნა კიდეც იგი ინგლისურ ენაზე, რაზედაც მუშაობდა ათი წლის განმავლობაში. თავისი მუშაობის დროს სარგებლობდა ქართველი მწერლების რჩევადარიგებით, მას ხშირი მიმოწერა ჰქონდა ილიასთან და აგრეთვე სხვებთან. ილია ჭავჭავაძეს, როგორც პოეტსა და უდიდეს ქართველ მოღვაწეს, იგი განსაკუთრებულ პატივს სცემდა. მარჯორი უორდროპი გარდაიცვალა 1909 წ. ბუქარესტში.
აღწერილობა: ორიგინალის ზომა: 240x180.
შესულია კოლექციებში:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Uordropi_Marjory_recto.jpgრექტო165.86 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
Uordropi_Marjory_verso.jpgვერსო71.67 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება