ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2022
სათაური: | ნიკოლოზ ქართველიშვილი |
ავტორები: | ნორდშტაინი, აბრამ Нордштейн, Авраам С. |
საკვანძო სიტყვები: | პორტრეტი ქართველიშვილი, ნიკოლოზ გიორგის ძე (1872-19922) |
რეზიუმე: | ნიკოლოზ ქართველიშვილი – ქართველი მუსიკალური მოღვაწე. მუსიკალური განათლება მიიღო პარიზის კონსერვატორიაში, თუმცა თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ერთხანს სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. პარიზიდან ქართველიშვილი დაბრუნდა თბილისში და მთლიანად მიეცა საზოგადოებრივ მოღვაწეობას. კერძოდ, თავისი ხარჯით შეადგინა ახალგაზრდობისაგან გუნდი, რომელიც კონცერტებს მართავდა საქართველოსა და ამიერკავკასიის სხვადასხვა ქალაქებში. ამ გუნდში დადიოდა შემდგომში ცნობილი მომღერალი სანდრო კავსაძე. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ქართული დრამატულ საზოგადოებას. აღსანიშნავია, რომ მისი დირიჟორობით დაიდგა კომპოზიტორ გოგნიაშვილის პირველი ქართული ოპერა „ქრისტინე“. 1920-1921 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის კომისარი |
აღწერილობა: | გადაღებულია თბილისში, თარიღი უცნობია |
შესულია კოლექციებში: | ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Kartvelishvili_G._recto.jpg | 224.96 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება