ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/203852
სათაური: ანზორ ხერხაძე და ერემო სვანაძე
სხვა სათაური: თეატრალური ქუთაისი
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ხერხაძე, ანზორ (1937-2019)
სვანაძე, ერემია (1932-2012)
სცენა
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
თეატრი
გამოცემის თარიღი: 2017
რეზიუმე: ანზორ ხერხაძე (1937) – ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი (1962), საქართველოს დამსახურებული არტისტი (1980), საქართველოს სახალხო არტისტი (1990), აკაკი წერეთლის (2000), ლადო მესხიშვილის (2002), აკაკი ხორავას (2017) და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი (2004). ღირსების ორდენის კავალერი (1997). ქუთაისის საპატიო მოქალაქე (2001). 2003 წელს მიიღო წლის საუკეთესო მსახიობის წოდება, იყო საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე 1980-1998 წწ.. მას 6-ჯერ გადაეცა პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, არის ყოველთა ძლიერთა პატივგების პრემიის მფლობელი. 2010 წელს ქუთაისში გაიხსნა ანზორ ხერხაძის ვარსკვლავი. 2017 წელს მიენიჭა „ხელოვნების ქურუმის“ წოდება. ერემია სვანაძე (30.05.1932, ქუთაისი-2012) - მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი; ქუთაისის საპატიო მოქალაქე; აკაკი წერეთლის, ლადო მესხიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი; ღირსების ორდენის კავალერი. გადაღებულია ფილმებში: 1957 - საბუდარელი ჭაბუკი, 1966 - პიერი მილიციის თანამშრომელი, 1971 - მოიტაცეს თამარ ქალი - ერემო. 2009 წელს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის წინ საზეიმოდ გაიხსნა ერემო სვანიძის სახელობითი ვარსკვლავი.
აღწერილობა: სცენა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სპექტაკლიდან "დიდოსტატის მარჯვენა". მეფე გიორგი – ანზორ ხერხაძე, შავლეგ ტოხაისძე – ერემო სვანაძე. ფოტოს გადაღების ზუსტი თარიღი უცნობია.
მფლობელი: ნარგიზ ჩოგოვაძე
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
A.KHERKHADZE-010.jpg114.07 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება