ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/206812
სათაური: ფოტოების, ნახატებისა და ესეების სასკოლო კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეთა დააჯილდოება განათლების სამინისტროში
ავტორები: წიკლაური, თამარ
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
სასკოლო კონკურსი
დაჯილდოება
"დროის კაპსულა"
სანიკიძე, თამარ (1978)
გამოცემის თარიღი: 25-May-2016
რეზიუმე: თამარ სანიკიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (2013 წ. ივლ. - 2016 წ. ივნ.)
აღწერილობა: საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებს ფოტოების, ნახატებისა და ესეების კონკურსი შესთავაზა. მოსწავლეებს უნდა წარმოედგინათ თავიანთი ხედვა, როგორი სურდათ ეხილათ საქართველო 25 წლის შემდეგ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სასკოლო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია განათლების სამინისტროს შენობაში გაიმართა. გამარჯვებულთა ნამუშევრები 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივით შექმნილ ე.წ. „დროის კაფსულაში“ ჩაიდება, რომელიც 25 წლის შემდეგ გაიხსნება. ფოტოების კონკურსის გამარჯვებულები არიან: I ადგილი - მილანა ხითაროვა, XI კლასი, სსიპ - ქალაქ თბილისის №132 საჯარო სკოლა; II ადგილი - ეკატერინე გაბისონია, XI კლასი, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი; III ადგილი - ირინა გაბისონია, XI კლასი, სსიპ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის საჯარო სკოლა. ნახატების კონკურსი I-XII კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა და მათგან კომისიამ 12 საუკეთესო ნამუშევარი გამოავლინა. ავტორებს დიპლომები და 200 ლარის ღირებულების სამხატვრო მაღაზიის სასაჩუქრე ბარათები გადაეცემათ. ნახატების კონკურსში გამოვლენილი 12 საუკეთესო ნამუშევრით, 2017 წლის კალენდარი დაიბეჭდება. ესეების კონკურსის გამარჯვებულები არიან: I ადგილი - ზაურ წაქაძე XI კლასი, სსიპ - ქალაქ ბოლნისის N 1 საჯარო სკოლა; II ადგილი - მარიამ გიორგაძე X კლასი, სსიპ - ქალაქ ოზურგეთის N 2 საჯარო სკოლა; III ადგილი - მარიამ ბოჭორიშვილი VIII კლასი, სსიპ - აფხაზეთის N 5 საჯარო სკოლა. მარჯვნიდან: თამარ სანიკიძე
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:საქართველოს ბიბლიოთეკების ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Ganatlebis_Saministro_Moswavleta_Dajildoeba_Esestvis (27).jpg170.67 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება