ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/229643
სათაური: | ალექსანდრე ჯავახიშვილი ბათუმში, ასლან აბაშიძესთან ვიზიტით ყოფნის დროს |
საკვანძო სიტყვები: | ჯგუფური ჯავახიშვილი, ალექსანდრე დავითის ძე (1932-2017) აბაშიძე, ასლან იბრაიმის ძე (1938) კონტრადმირალი |
რეზიუმე: | ასლან აბაშიძე - პოლიტიკური მოღვაწე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველი (1991-2004), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე (1991-2001); ალექსანდრე ჯავახიშვილი - საბჭოთა სამხედრო - საზღვაო ფლოტის პირველი რანგის კაპიტანი, საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი (1993-1997), კონტრადმირალი, დაჯილდოებულია 2 ორდენით, 11 მედლითა და ორი სამკერდე ნიშნით. 1972 წლის 17 იანვარს ალექსანდრე ჯავახიშვილის მეთაურობით ატომურმა წყალქვეშა კრეისერმა K-415 დატოვა ჩრდილოეთში გაჯიევოს სამხედრო-საზღვაო ბაზა, გადაცურა ბარენცისა და ნორვეგიის ზღვები, გადაკვეთა ატლანტის ოკეანე, გაიარა დრეიკის სრუტე და 31 მარტს წყნარ ოკეანეში კამჩატკაზე ქალაქ ვილიუჩინსკის მახლობლად მდებარე რიბაჩის სამხედრო-საზღვაო ბაზაში შევიდა. მთელი ამ ხნის მანძილზე K-415 საბრძოლო სამსახურს ბირთვულქობინიანი 16 ბალისტიკური რაკეტით აწარმოებდა და უზრუნველყოფის გემების გარეშე წყალქვეშა მდგომარეობაში იმყოფებოდა. |
აღწერილობა: | ფოტო გადაღებულია ბათუმში. მარცხნიდან: ასლან აბაშიძე, ალექსანდრე ჯავახიშვილი |
მფლობელი: | მიხეილ დეკანოიძე |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Temur_Chachanidze_64.jpg | 163.19 kB | JPEG | ![]() ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება