ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/230358
სათაური: შანვერ აქინი (შალვა თევზაძე), მისი მეუღლე თინიკო, იუქსელ ერგუნ-მელაშვილი, აჰმედ ოზქან (მელაშვილი)
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ოზქანი (მელაშვილი), აჰმედ (1922-1980)
ერგუნ-მელაშვილი, იუქსელ
აქინი (თევზაძე), შანვერ (შალვა)
აქინი (თევზაძე), თინა
ემიგრანტები
სტოკჰოლმი
გამოცემის თარიღი: 1970
რეზიუმე: აჰმედ ოზქანი (მელაშვილი) - ქართველ მუჰაჯირთა შთამომავალი, კულტურული მოღვაწე თურქეთში, რომლის მოღვაწეობა მიმართული იყო თურქეთის ქართველობაში ეროვნული თვითშეგნების გაღვიძებისაკენ. შანვერ აქინი (შალვა თევზაძე) – ჟურნალ "ჩვენებურის" რედაქტორი
აღწერილობა: ჟურნალი "ჩვენებური" შვედეთში და თურქეთში თურქულ ენაზე გამოცემული ქართული კულტურის ჟურნალია. პირველი ნომერი ქალაქ სტოკჰოლმში გამოიცა 1977 წელს. ჟურნალის რედაქტორი იყო შანვერ აქინი (შალვა თევზაძე). ჩვენებური სტოკჰოლმიდან იგზავნებოდა თურქეთშიც. ამ ჟურნალის მე-6-7 ნომერი ერთად დაიბეჭდა თურქეთში. ამ ნომრების რედაქტორი კი აჰმედ ოზქანი (მელაშვილი) იყო. მელაშვილის გარდაცვალების შემდეგ ჟურნალ ჩვენებური დაიხურა. ჟურნალი 1993 წლის თებერვლის ბოლოს იბერია ოზქანმა (მელაშვილი) და მისმა მეგობრებმა აღადგინეს. გამომცემელი იყო შევქეთ შირინი, მთავარი რედაქტორი კი მეორე ნომრიდან ფარნა-ბექა ჩილაშვილი (ფაჰრეთინ ჩილოღლუ). ფარნა-ბექა ჩილაშვილმა 1977 წელს ჟურნალ „ჩვენებური" დატოვა და ამ წლიდან გამოუშვა ჟურნალ მამული თურქულ ენაზე. 1997 წლიდან კი „ჩვენებურის" გამომცემელი და ხელმძღვანელი ოსმან ნური მერჯანი (ოთარ იმედაშვილი) გახდა. „ჩვენებური" 2006 წელს დაიხურა. ფოტოს გადაღებულია სტოკჰოლმში.
მფლობელი: გურჯან ჰაირიოღლუ
შესულია კოლექციებში:ვახტანგ მალაყმაძის (ჰაირი ჰაირიოღლუ) ფოტოკოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
ahmet_ozkan_00031.jpg106.93 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება