ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2338
სათაური: ნიკო სულხანიშვილი მეუღლესთან ერთად
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ამონაჭერი
სულხანიშვილი, ნიკო (1871-1919)
რეზიუმე: ნიკო სულხანიშვილი - კომპოზიტორი. ნიკო სულხანიშვილმა საფუძველი ჩაუყარა ქართულ პროფესიულ საგუნდო მუსიკას და შექმნა ამ ჟანრის პირველი კლასიკური ნიმუშები, რომლებშიც ღრმა იდეური შინაარსი დასრულებული მხატვრული ფორმითაა გამოხატული. მას ფართო პროფესიული განათლება არ მიუღია. იგი თვითნასწავლი კომპოზიტორია, რომელსაც არ დაუმთავრებია არც სამუსიკო სკოლა და სასწავლებელი და არც კონსერვატორია. ის ერთადერთი, რამაც იგი მუსიკასთან აზიარა, იყო მისი განუმეორებელი ხმა, რომლის წყალობითაც იგი ბავშვობიდანვე დაუკავშირდა ქართულ ხალხურ სიმღერასა და უშუალოდ ქართული ხალხური მუსიცირების ფორმებს. ნიკო სულხანიშვილი ცნობილი იყო, როგორც მომღერალი და სახალხო გუნდის ლოტბარი. მისი კარგად მომზადებული გუნდი მრავალი წლის განმავლობაში პოპულარიზაციას უწევდა ხალხურ მუსიკას. მათ კონცერტებს საზოგადოება აღტაცებაში მოჰყავდა.
აღწერილობა: ორიგინალის ზომა: 73x88.
შესულია კოლექციებში:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Sulxanishvili_N_recto.jpgრექტო297.93 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
Sulxanishvili_N_verso.jpgვერსო110.88 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება