ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2401
სათაური: ლანგარი, რომელითაც ამერიკის პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა ოქროს ბეჭედი მიართვა გურულ მოჯირითე გიორგი ჩხაიძეს
საკვანძო სიტყვები: ჯილდო
გურული მოჯირითეები
გურულები ამერიკაში
რუზველტი, თეოდორ
რეზიუმე: XIX ს-ის 80-იანი წლებიდან 1917 წლამდე 150-მდე გურულმა ცხენოსანმა გააცნო ამერიკასა და ევროპას თავიანთი ნიჭი და შემოქმედება. პირველი გასვლა აშშ-ში შედგა 1892 წელს. ეს ის დროა, როდესაც აშშ სახელმწიფოებრიობის 100 წლისთავს ზეიმობდა. ამასთან დაკავშირებით ეწყობოდა გრანდიოზული სანახაობები და მასში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული საუკეთესო ცხენოსნები. ამ მისიით საქართველოში ჩამოვიდა ამერიკის წარმომადგენელი თომას ოლივერი, რომელმაც აშშ-ს კონსულისა საქართველოში და იქ მომუშავე ზემოჩიბათელი კირილე ჯორბენაძის დახმარებით ოზურგეთსა და ლანჩხუთში შეკრიბა 10 კაციანი გუნდი ივანე მახარაძის მეთაურობით. აქედან იღებს სათავეს გურული ცხენოსნების ამერიკული თავგადასავალი, რომელიც, დაახლოებით, 30 წელი გაგრძელდა. თავდაპირველად ისინი მარსელში ჩავიდნენ, იქიდან პარიზში, შემდეგ ჰავრში და იქიდან საოკეანო ხომალდით ჩავიდნენ ამერიკაში. ცხენოხნები მონაწილეობას ღებულობდნენ ამერიკულ „შაპიტო ცირკში“ გამართულ სანახაობებში. მაყურებლებისათვის ყველაზე საინტერესო სანახაობად იქცა გურულების ჯირითი, ცეკვა და სიმღერა. ამ ჯგუფში შედიოდა სახელგანთქმული ცხენოსანი ლუკა ჩხარტიშვილი. ისინი ცნობილ "ბუფალო ბილის" ცირკში გამოდიოდნენ და მთელი ამერიკისა და ევროპის გაოცება მოახერხეს საცხენოსნო ოსტატობით. ცხენოსანთა ჯგუფის წევრები მამაკაცების გარდა იყვნენ ქალბატონებიც, ისინი მეტ ხიბლსა და ლაზათს მატებდნენ ასპარეზობას. ლუკა ჩხარტიშვილი ამერიკაში ცნობილი იყო პრინცის ტიტულით.
აღწერილობა: ლანგარზე გამოსახულია ცხენზე ამხედრებული თეოდორ რუზველტი სამხედრო ფორმაში.
მფლობელი: ზურაბ თედორაძე
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Ruzvelti_01_tiff.jpgრექტო289.79 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
Ruzvelti.jpgრექტო263.05 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება