ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/241221
სათაური: თბილისის "დინამოს" ფეხბურთელები
ავტორები: ვართანიანცი, ხაჩატურ
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
გაბელია, ოთარ (1953)
ჩივაძე, ალექსანდრე (1955)
გუცაევი, ვლადიმერ (ვოვა) (1952)
დარასელია, ვიტალი
დარასელია, ვიტალი (1957-1982)
შენგელია, რამაზ (1957-2012)
კაკილაშვილი, ნუკრი (1960)
ყიფიანი, დავით (1951-2001)
რეზიუმე: ოთარ გაბელია - ფეხბურთელი, თამაშობდა მეკარის პოზიციაზე. იყო თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. მოგვიანებით მერანი თბილისის, ტორპედო ქუთაისის და საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელი. 1979 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარედ. ალექსანდრე ჩივაძე -ფეხბურთელი და მწვრთნელი, თამაშობდა მცველის პოზიციაზე. იყო თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. მოგვიანებით საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი. 1980 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად. ვლადიმერ გუცაევი - ფეხბურთელი, პოზიციით თავდამსხმელი. თავისი კარიერის ძირითადი ნაწილი გაატარა თბილისის „დინამოში“, როგორც ფეხბურთელმა, ასევე მწვრთნელმა. ვიტალი დარასელია - ფეხბურთელი, თამაშობდა საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში. რამაზ შენგელია - ფეხბურთელი, პოზიციით თავდამსხმელი. იყო თბილისის „დინამოსა“ და სსრკ ეროვნული ნაკრების წევრი. სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981). საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცე-პრეზიდენტი. ნუკრი კაკილაშვილი - ფეხბურთელი თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი. თასების მფლობელთა თასის გათამაშების გამარჯვებული (1981). საკავშირო თასის მფლობელი (1979) და ფინალისტი (1980). უმაღლეს ლიგაში ჩატარებული აქვს 198 მატჩი (21 გოლი), ევროპის ტურნირებზე – 11 მატჩი. დავით ყიფიანი - ფეხბურთელი, თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. იყო თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. მოგვიანებით თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი.
აღწერილობა: პირველ რიგში მარცხნიდან სხედან: პირველი ოთარ გაბელია, მესამე - ალექსანდრე ჩივაძე. მეორე რიგში მარცხნიდან დგანან: მეორე ვლადიმერ გუცაევი, მესამე ვიტალი დარასელია, რამაზ შენგელია, ნუკრი კაკილაშვილი. მესამე რიგში მარჯვნიდან - დავით ყიფიანი. ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია
მფლობელი: ხაჩატურ ვართანიანცი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Tasebis_Tasi_1981_001.jpg335.48 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება